ივერიონი / ვინ იქნება საქართველოს მომდევნო „მესია“?

ვინ იქნება საქართველოს მომდევნო „მესია“?

არც ერთ ფანატს არ სჯერა საკუთარი პარტიის დაბალი და კონკურენტი პარტიის მაღალი რეიტინგი. მაგრამ "სამოქალაქო სექტორის" თვალით კი თუ შევხედავთ, NDI-ს გამოკითხვის შედეგები სრულიად ობიექტურია.

 

თუმცა, ბევრ პოლიტიკურად ნეიტრალურ მოქალაქესაც უკვირს: – ეს როგორ მოხდა, რომ "სადისტ ნაცებს" უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე "ბუნჩულა ქოცებსო".

 

თუ უფრო ღრმად ჩავუკვირდებით – არც ეს აღმატებაა საოცარი:

საქართველოში არასოდეს სცემდნენ პატივს უნიათო "დედიკოს ბიჭებს", მით უმეტეს, თუ ისინი K"კანონიერად" იხვეჭდნენ "პრემიებს"!

 

მოძალადეები კი ყოველთვის ფასობდნენ და ახლაც ფასობენ. – ოღონდ კი ამ მოძალადემ თვითონ "დამფასებელი" არ გაძარცვოს და არ მიამუნათოს და სხვა ვინც გინდა გაანადგუროს – ბევრს საკუთარი ნათესავიც კი არ ენანება მათ მსხვერპლად!

 

ასეთი უაზრო თაყვანისცემა ძალადობისადმი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ფენებში ძალადობრივი ინსტინქტები ჯერ კიდევ ისევ დომინირებს ადამიანურ ჯანსაღ აზროვნებაზე და მით უმეტეს სიკეთის ელემენტარულ გრძნობაზე.

 

არადა, მართლმადიდებელ ადამიანს არავის ძალადობა არ უნდა უხაროდეს – მით უმეტეს, ნაძირლების პარპაში!

 

კათოლიკური კონცეფცია ასე თუ ისე, ამართლებს "წმინდა" ძალადობას ბოროტების წინააღმდეგ.

 

მართმადიდბლური მოძღვრებისთვის კი თუნდაც ბოროტებაზე ძალადობაც მიუღებელია - თუ ეს ბოროტება აღვირახსნილი არ არის.

 

იციან რა ქართული საზოგადოების ასეთი ყალბი, მოჩვენებითი "მართმადიდებლობის" შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უკვე ემზადება რევანშისთვის - მათმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ "ქართული ოცნება" უკვე ჩაბარდა პოლიტიკურ მოუსავლეთს და ჩვენ მზად ვართ ძალაუფლება გადავიბაროთო!

 

ჯერ ერთი, "უნიათო ფარჩაკზე" მხოლოდ 2%-თ აღმატება დიდი ვერაფერი მიღწევაა და თუ 11% -იანი რეიტინგი პოლიტიკური მოუსავლეთია, მაშინ, არც 13% არის მისგან შორს.

 

გარდა ამისა, რა უფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იგნორირება გაუკეთოს ამომრჩეველთა იმ 76%-ს, რომლებსაც მათი ხსენებაც კი არ სურთ?!

 

როდემდე უნდა გაგრძელდეს პარტიული ჯოგების (ხაზს ვუსვამ - ჯოგების) ასეთი განწყობა, რომ ამომრჩეველი მხოლოდ იმისათვისაა საჭირო, ევროპელებს აჩვენონ მათი არსებობა, სხვა დანარჩენი კი ხალხის საქმე არ არის!!!

 

იქნებ, თვითონ ხალხის ბრალია პოლიტიკოსების ასეთი დამოკიდებულება რიგითი ამომრჩევლებისადმი?

 

საქმე ისაა, რომ ქართველი ხალხი ყოველ ახალ პარტიას ირჩევს, როგორც "მესსიას" და "მფარველ ანგელოზს".. და შესაბამისად არსებობს განწყობა, რომ როგორ შეიძლება "მესიის" კონტროლი და შემოწმება? როგორ შეიძლება რომ "მფარველი ანგელოზის" უცოდველობაში ეჭვი შეიტანო!

 

თუმცა, როცა ეს "მესია-ანგელოზები" სახელმწიფო ბიუჯეტის გამოხვრას იწყებენ და "უპატრონო" ადამიანების ძარცვა-წამებით ირთობენ თავს – ასეთი "წმინდა" მოკრძალება მათდამი უნდა ქრებოდეს.. მაგრამ არ ქრება – ისევ ინსტინქტურად.

 

ვისაც პროტესტის გრძნობა უჩნდება – მათ უკვე ეშინიათ პროტესტის გამოხატვა, რადგან ფიქრობენ, რომ მათ გვერდში არავინ დაუდგება.

 

და ასეთი დამოკიდებულება მცდარი არ არის: – ქართველებს ნამდვილად არ სჩვევიათ კოლექტიური ვაჟკაცობა – საკმარისია პროტესტანტების თითო-ოროლა ლიდერი დაიჭირონ და ყველა დანარჩენი შეშინებულიბ საკუთარ სოროში იმალება!

 

საოცნებო დემოკრატიულ ქვეყნებში კი პირიქით ხდება – რაც უფრო მეტ ადამიანს დაიჭერენ სიმართლისთვის – მით უფრო მეტი ადამიანი იწყებს ბრძოლას მათი უფლებებისთვის!

 

ასეთი ერთობით და გამბედაობით ევროპელმა ხალხებმა შექმნეს ის "სკანდინავიური სოციალიზმი", რომლისკენაც ორთოდოქსი მუსულმანებიც კი თავქუდმოგლეჯილი გარბიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ბლომად ცხოვრობენ მათი სარწმუნოებისთვის საზიზღარი გეები, ლოთები თუ ნარკომანები.

 

ცხადია,  ეს სანატრელი სოციალიური სამართლიანობა თავისით არ დამყარებულა და არც ზეციურ "მესია-ანგელოზებს" დაუფუძნებიათ!

 

პირიქით – 50-ან წლებამდე ბევრი ევროპული ქვეყნის მმართველი ისეთივე გავირთხებული "მესია-ანგელოზი" იყო, როგორებიც დღეს საქართველოში არიან.

 

60-ინი წლების სტუდენტურმა რევოლუციებმა, "წითელი ბრიგადების" ტერორმა და მასობრივმა სახალხო პროტესტმა აიძულა ეს "მესია-ანგელოზები" რომ ხელისუფლება შედარებით სამართლიანი ხალხის რჩეულებისთვის დაეთმოთ.

 

და ვის ირჩევს დღეს ქართველი ხალხი თავის წარმომადგენლად?

 

მთელი პრობლემა იმაშია, რომ არადეკლარირებულ, ქვეცნობიერ დონეზე ე.წ. საშუალოსტატისტიკური ქართველი ირჩევს არა წარმომადგენელს, არამედ მბრძანებელს!

 

როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი არჩევანი იმიტომ კეთდება, რომ ჯერ ისევ ძლიერია აღნიშნული ცხოველური ინსტინქტი, რომ თუ ვინმე შეგაშინებს – სჯობს, რომ მას დაემორჩილო და ემსახურო!

 

ევროპელებმა დაძლიეს ეს ცხოველური ინსტინქტი და გადაწყვიტეს, რომ იმას კი არ უნდა დაემორჩილო, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებს, არამედ იმას, ვინც შენს ინტერესებს გამოხატავს... და თან ეს ლიდერი დროდადრო უნდა აკონტროლო!

 

წარმომადგენელთა ასეთი ერთიანი სახალხო კონტროლი არ აძლევს ხელისუფლებას საშუალებას, რომ გავირთხდეს!..

 

საქართველოში მხოლოდ გერბზე სწერია – "ძალა ერთობაშია"! ევროპაში კი ეს ლოზუნგი ყოველ დღე და ყოველ წამს მოქმედებს. მაგალითად, გერმანიის შრომის მინისტრი სამსახურეობრივი ავტომობილით მიდიოდა ხოლმე პარასკევ საღამოს აგარაკზე, რაშიდაც დამატებით 2 ლიტრი ბენზინი იხარჯებოდა. წესით და კანონით საკუთარი ტრანსპორტით უნდა წასულიწო, ხოლო სახელმწიფო ავტომობილი "საქალაქო" სახლთან უნდა დაეტოვებინა. ამ 2 ლიტრმა ისეთი დიდი აღშფოთება გამოიწვია გერმანიაში, რომ ხალხმა მასობრივი დემონსტრაციები მოაწყო და მინსიტრი გადადგა!

 

ეს მაგალითი კი უკვე კარგი "ჭკუის სასწავლებელია" იმ გერმანელი მოხელეებისთვის, რომლებსაც კეთილსისნდისიერების გრძნობები მაინცდამაინც არ აწუხებთ.

 

ასე რომ, საქართველოს მესსია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთობლივი გამბედაობა გაყოყოჩებულ ხელისუფალთა წინააღმდეგ!

 

თუ ქართველი ხალხი არ ჩაერთო ადგილობრივ თუ ცენტრალურ მმართველობაში და მლიქვნელური მორჩილების ნაცვლად, ერთობლივად ხელისუფალთა კონტროლი არ ისწავლა, ისე საქართველო სულ ასეთ უაზრო, გამაბეზრებელ გაწამაწიაში იქნებ!

 

 

კობა ბიწაძე

 

20-10-2015, 12:46
უკან დაბრუნება