ივერიონი / ზვიად ძიძიგური: ეს მასალები არ უნდა გასაჯაროვდეს!

ზვიად ძიძიგური: ეს მასალები არ უნდა გასაჯაროვდეს!

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით ზუგდიდის სამალავებში აღმოჩენილი ვიდეობის გასაჯაროება, სადაც ადამიანთა წამებაა ასახული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რადგან ეს საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება.

 

როგორც ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში "2030" განმარტა, პროკურატურაში უამრავი მსგავსი მასალა ინახება, რომელიც გამოძებისთვის აუცილებელია.

 

"ეს მასალები არ უნდა გასაჯაროვდეს. მას აქვს სპეციფიური დანიშნულება. ესაა მტკიცებულება და ფაქტოლოგიური მასალა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა განაჩენის გამოსატანად. ზუგდიდში ჩვენება არ იყო ხელისუფლების დაგეგმილი. ეს იყო სპონტანური, გარკვეული ადამიანების გადაწყვეტილება და მათ უფლება აქვთ თავიანთი პოზიცია და პროტესტი გამოხატონ. საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ეს სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესშია და ხელს ჩვენსკენ ტყუილად იშვერენ." -  აღნინავს ძიძიგური.

21-10-2015, 12:13
უკან დაბრუნება