ივერიონი / მამუკა არეშიძე: ერთი ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი ქვეყნის ტრაგედიად გადაიქცა!

მამუკა არეშიძე: ერთი ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი ქვეყნის ტრაგედიად გადაიქცა!

"ერთი ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი გადაიქცა ქვეყნის ტრაგედიად", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრისას "ალიას" მამუკა არეშიძემ განუცხადა. ექსპერტის თქმით, მედიასივრცე ორიენტირებულია, გააშუქოს "რუსთავი 2"-ის საქმე, ამ დროს კი გაცილებით მნიშვნელოვანი პროცესები ჩრდილში რჩება.

 

"არავის აინტერესებს, გარშემო რა ხდება, ამ დროს აფხაზეთში სახელისუფლებო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს. მეორე სეპარატისტულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელოვნურად ხდება ამ ყველაფრიდან ყურადღების გადატანა ისეთ თემებზე, როგორიც არის "რუსთავი 2". ერთი ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი ქვეყნის ტრაგედიად აქციეს", - განაცხადა არეშიძემ.

23-10-2015, 12:02
უკან დაბრუნება