ივერიონი / მამუკა არეშიძე:გამორიცხული არაა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმაც პრეზიდენტთან ითანამშრომლონ

მამუკა არეშიძე:გამორიცხული არაა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმაც პრეზიდენტთან ითანამშრომლონ

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა თავი მოიყარონ პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო. როგორც მან "ალიას"განუცხადა, მათ შორის შესაძლოა, იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებიც.

 

"ჩვენ გუშინ ვნახეთ მასთან მისული ოპოზიციური პარტიები, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობა", მასთან ასოცირებული ოპოზიციური პარტიები, "თავისუფალი დემოკრატები" და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის აქტიურობას არ ველოდი მარგველაშვილისგან, დროის ამ მონაკვეთში არ გამოვრიცხავ, რომ მალე, მის გარშემო გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიყარონ თავი და შეიქმნას გარკვეული პოზიცია. არ გამოვრიცხავ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმაც პრეზიდენტთან ითანამშრომლონ", - აცახდებს ექსპერტი.

23-10-2015, 12:19
უკან დაბრუნება