ივერიონი / დავით ბაქრაძე: ნატო ჩვენი არჩევანია!

დავით ბაქრაძე: ნატო ჩვენი არჩევანია!

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო ეს არის არჩევანი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოსახლეობა, ასევე, ძირითადი პოლიტიკური პარტიები არიან შეთანხმებული, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ნატოს კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა ნატოს კვირეული და წელს ის უკვე მერვედ ტარდება. "2002 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გააჟღერა თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ იმ ძირითადი მიმართულებით, რაც ნატოს წევრობის მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სწორედ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა განაპირობებს იმ დიდ ინტერესს, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერებული და მყარი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმ საკითხებიდსადმი, რომელსაც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება ჰქვია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო, რომელიც გახდა ნატოს წევრი, ამ ნაბიჯით ყველა თითოეულ ამ სახელმწიფოში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ. "სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი არჩევანი და საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმებს, გააგრძელებს ძალისხმევას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ნატოს წევრობამდე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

საქართველოში ნატოს კვირეული დღეს ოფიციალურად, საკრებულოს შენობაში გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ეროთად, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევენ ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები.

 

26-10-2015, 07:45
უკან დაბრუნება