ივერიონი / ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს

ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდებიან. 

როგორც შეხვედრის დაწყებისას ფრაქციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და ყველა პროცესი ქუჩიდან შენობებში გადავიდეს. 

 

"ყველა სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს. უმრავლესობის განცხადებები საკმაოდ არადეკვატურია - ისინი ერთის მხრივ საუბრობენ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა", - აღნიშნა ჩოქოვანმა. 

 

"თავისუფალი დემოკრატები" ხვალ სახალხო დამცველთანაც გეგმავენ შეხვედრას. 

26-10-2015, 11:31
უკან დაბრუნება