ივერიონი / 9 სახელმწიფო ნატო-ს თხოვნით მიმართავს

9 სახელმწიფო ნატო-ს თხოვნით მიმართავს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო ნატო-ს, რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო.

 

რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.

 

აღნიშნული ქვეყნები ნატო-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურ მიმართვას 4 ნოემბერს, ალიანსის სამიტზე გადასცემენ.

29-10-2015, 11:50
უკან დაბრუნება