ივერიონი / საქართველომ უკრაინას სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

საქართველომ უკრაინას სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით", - ამის შესახებ ლევან იზორიამ გავარცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამა წლის 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ან ხელში ჩაგდების მუხლით.

 

"უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და  ავთენტურობის დადგენა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით ინფორმაციას აცნობებს საზოგადოებას", - განაცხადა იზორიამ.

30-10-2015, 11:38
უკან დაბრუნება