ივერიონი / ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილი თავისივე კომპიუტერული ვირუსით გააბეს

ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილი თავისივე კომპიუტერული ვირუსით გააბეს

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ხაბურძანია საკუთარ "ფაცებოოკ"-გვერდზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

 

"სააკაშვილი თავისივე კომპიუტერული ვირუსით გააბეს. ამ არსებას (ასე ადეიშვილს უწოდებდა) ფეხებზე ჰკიდია ხალხი და ქვეყანა, მითუმეტეს გვარამიაც, ბოკერიაც და "რუსთავი 2"-იც.

 

პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამოსცეს აქტი სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვაზე, ბოკერია ირაკლი ბათიაშვილის მსგავსად მიეცეს პასუხისგებაში ინტელექტუალური მხარდაჭერისათვის, გვარამიაც დაასვენეთ, ძალიან დაიღალა, აი ძალიან", - წერს ხაბურძანია. 

 

30-10-2015, 11:45
უკან დაბრუნება