ივერიონი / ზაზა ჭაია: სახელმწიფოს ერთგვარი შეთანხმება აქვს სასამართლოსთან

ზაზა ჭაია: სახელმწიფოს ერთგვარი შეთანხმება აქვს სასამართლოსთან

 

   სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი ზაზა ჭაია აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთგვარი შეთანხმება აქვს სასამართლოსთან.

 

   -„სახელმწიფო სასამართლოს აძლევს ოდნავ თავისუფლებას არაგახმაურებულ კრიმინალურ საქმეებზე. იმ საქმეებზე კი, რომელსაც აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელი საქმეებიც საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს და სახელმწიფო თავს უფლებას არ აძლევს „წააგოს“, სასამართლოსთან დებს ერთგვარ შეთანხმებას. ამ დროს როგორც წესი დგება გამამტყუნებელი განაჩენი.

   ე.წ. კორტების საქმე რომ ავიღოთ. ბატონმა ცააძემ როგორც კი გაიგო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, საქართველოში ჩამოვიდა თავისი ნებით, ეს მაშინ, როცა საკმაოდ მძიმე 109-ე მუხლზე იყო საუბარი. ის ჩამოვიდა იმიტომ, რომ საზოგადოებას არ ჰგონებოდა, რომ დაიმალა და გაიქცა. ის თავის ფეხით მივიდა გენერალურ პროკურატურაში. პირს, რომელსაც იარაღი საერთოდ არ აქვს ნასროლი გაკეთებული ექსპპეტრიზის მიხედვით, სრულიად წარმოუდგენელი მუხლი და განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლეს ყველა პროცესი მიჰყავდა ობიექტურად და შედეგი კი რაც დადგა, ვნახეთ ყველამ. ბატონი ბეროძე-მას მხოლოდ იმას ედავებიან, რომ მანქანა დაეჯახა გარდაცვლილების და ახლა ეუბნებიან თქვას რომ არ დაჯახებია. კიდევ ბატონი ნაკანი, რომლის წინაშეც ნამდვილად ვალშია საქართველო“.

 

   რას ფიქრობს ზაზა ჭაია გია სოსანაშვილის ბოლოს მიცემულ ჩვენებაზე, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და წამების ამსახველ კადრებზე, ასევე რატომ მიიჩნევს რომ გაიზარდა კრიმინალი და რაშია გამოსავალი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს პრესკონფერენციიდან მიიღებთ. 

3-11-2015, 15:35
უკან დაბრუნება