ივერიონი / ვალერი ხაბურძანია: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთი უფლებადამცველის მოსმენა მთხოვა!

ვალერი ხაბურძანია: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთი უფლებადამცველის მოსმენა მთხოვა!

უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა, მათ მოსასმენი აპარატურის მცირე მოწყობილობა შეიძინეს და ერთ-ერთი უფლებადამცველის მოსმენის სურვილიც ჰქონდათ.

 

"როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ მე ხელისუფლებაში დავრჩი მცირე ხნით, რაც ჩემი დიდი შეცდომა იყო. მაშინ მოსასმენი აპარატურის გარკვეული ნაწილი გაჩნდა და ნანა კაკაბაძის მოსმენა მთხოვეს. რაც ჩემთვის გასაოცარი იყო, და რა თქმა უნდა ეს არ გავაკეთე."- განაცხადა ხაბურძანიამ გადაცემაში "მაესტროს ფაქტორი" და აღნიშნა, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები, მისი ვარაუდით ქართული სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული არ არის.

 

4-11-2015, 09:13
უკან დაბრუნება