ივერიონი / ვაჟა ბერიძე: „ირმა ინაშვილს გამარჯვება მოპარეს“!

ვაჟა ბერიძე: „ირმა ინაშვილს გამარჯვება მოპარეს“!

ივერიონს“ აქტუალურ  პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა ექსპერტი ვაჟა ბერიძე.

 

- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ შუალედური არჩევნების შედეგებს? თქვენის აზრით, ხელისუფლების ქმედება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული?

განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი მოსაზრება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

 

-როგორც მოსალოდნელი იყო, შუალედური არჩევნები ჩატარდა გარკვეული დარღვევებით განსაკუთრებით ეს ეხება საგარეჯოს ოლქს, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ირმა ინაშვილს გამარჯვება მოპარეს! 

 

შუალედური არჩევნები ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილის ბოიკოტის პირობებში იყო ორი ძალის თანაფარდობის გარკვევის შესაძლებლობა - ეს არის სახელისუფლო პოლიტიკური ძალა და ძალა პრორუსული პარტიის შესაძლებლობებით, როგორადაც მიჩნეულია „პატრიოტთა ალიანსი“. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოში პარტიების ასეთ კლასიფიკაციას და განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ ძალად გამოცხადებას, კატეგორიულად არ ვეთანხმები.

 

ჩვენ მოგვეცა საშუალება შეგვემოწმებინა  ხედვები და მოლოდინება, თუმცა აღმოჩნდა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელშიც სადღეისოდ დომინირებს „რესპუბლიკური პარტია“, შეუძლია სახელისუფლო რესურსების გამოყენებით არჩევნების მოგება და არა მარტო საგარეჯოს რაიონში. ეს არის შუალედური არჩევნების ერთ-ერთი გაკვეთილი.

 

ქართული დემოკრატიის სამარცხვინო მხარეა დღეს ის რომ ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგებით ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ხმები აბსოლიტური უპირატესობით სახელისუფლო კანდიდატისკენაა მიმართული. სწორედ ამ მხარდაჭერამ და იორმუღალომ გადაწყვიტა ამ არჩევნების ბედი და გაიმარჯვა ხელისუფლების კანდიდატმა.

 

ასევე საინტერესოა სამხედროების თემცა, მესმის რომ ჩვენი ჯარისკაცები ცალსახად მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსს და რატომღაც ამის მოწინააღმდეგედ გამოცხადდა ირმა ინაშვილი, რომელსაც არასდროს არ უთქვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, უცებ აღმოჩნდა, რომ ის არის მტერი ამგვარი ინტეგრაციის და ამის გამო ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სახელისუფლო კანდიდატს.  ჩვენი საარჩევნო სისტემის სირცხვილია ეს უბნები. მეორე ის, რომ ჯარისკაცები ასე ცალსახად უჭერენ მხარს ერთ რომელიმე კანდიდატს.

 

-როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, ხმამაღლა აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება. თქვენი კომენტარი...

 

-საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე როგორ შეიძლება გაკეთდეს რაიმე კომენტარი. ეს, რა თქმა უნდა, იმის დამადასტურებელია, რომ ნაციონალების საამაყო სასამართლო სისტემის რეფორმა ყოფილა ბლეფი. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება არ ენდობოდნენ „ნაციონალები“ მათ გავლენის ქვეშ მყოფი „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილ განაჩენს?!

 

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება, უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებთან და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. მხედველობაშია მიხეილ სააკაშვილის საუბრები გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას შეიცავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ რადგან მოსმენებზე არ არსებობს მოსამართლის თანხმობა, ის ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად...

 

- სამართლებრივი თვალსაზრისით ჩანაწერებს აქვს თუ არა აქვს თავისი ღირებულება ეს პროფესიონალი იურისტების განსასჯელი თემაა. თუმცა, ჩვენი მართლმსაჯულების თავდაყირა დამყენებელი იუსტიციის წევრის პოზიციას, მე როგორც მოქალაქე არ მივიღებ და ვიდრე მურუსიძე მართლმსაჯულების პრაქტიკას არ შეაფასებს იმ 9-წლიანი რეჟიმის პირობებში, როცა „ნაციონალები“ მართავდნენ ქვეყანას, მისი ნებისმიერი  განცხადება საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება.

 

რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერები უნდა შეფასდეს და თუ ამ ჩანაწერებში მოყვანილი დიალოგი არის რეალური  სერიოზული სამართადარღვევების საფუძველს შეიცავს, ჩემი როგორც მოქალაქის აზრით აბსოლუტურად ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი.  საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გადატრიალებისდაშეტაკებების ეპოქა!

 

ესაუბრნენ,

კარინა გრიგორიანი და მედეა შელია

5-11-2015, 11:28
უკან დაბრუნება