ივერიონი / დავით სერგენკომ თანამდებობა დატოვა?!

დავით სერგენკომ თანამდებობა დატოვა?!

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ დაკავებული  თანამდებობა დატოვა.  ამ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ ავრცელებს.


გაზეთის ინფორმაციით, სამინისტროში მინისტრის გადადგომის ფაქტს ჯერ არ ახმაურებენ. ამბავი მანამდე იქნება „გასაიდუმლოებული“, ვიდრე სერგენკოს შემცვლელი არ გამოუჩდება. 


პოლიტოლოგები მინისტრებისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ხშირ ცვლილებას მათ ნაუცბათევ დანიშვნას უკავშირებენ; პიარტექნოლოგების თქმით  კი, მინისტრთა ასეთი ცვლა  ქვეყნისთვის სასარგებლოა.


შეგახსენებთ, რომ თავიდან,  როცა „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტი დაასახელა, ჯანდაცვის მინისტრად ამირან გამყრელიძე წარადგინა.  თუმცა გამყრელიძემ მალევე განაცხადა უარი და ხსენებული თანამდებობა  დავით სერგენკომ დაიკავა, რომელიც მანამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.


გაზეთის წყაროს ინფორმაციით, თავად სერგენკო თანამდებობის დატოვების მიზეზად სოციალური დაპირებების შესაძლო შეუსრულებლობას ასახელებს, რადგან მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ამის საშუალება არ არსებობს.

21-11-2012, 10:19
უკან დაბრუნება