მთავარი გვერდი > ირაკლი სესიაშვილი: სამოქალაქო დავაში ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნება

ირაკლი სესიაშვილი: სამოქალაქო დავაში ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნება


6-11-2015 / 13:59

ირაკლი სესიაშვილი:  სამოქალაქო დავაში ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნება

სამოქალაქო დავაში ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნება - ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს, - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა. 

 

"ბოლო სამი წლის განმავლობაში მინახავს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სამოქალაქო დავასთან, სადაც კმაყოფილი ორივე მხარე ვერ იქნება - ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს. მთავარია, რომ არსებობს შემდგომი გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები და ვისაც სურვილი აქვს, თავისთავად ცხადია, ამით ისარგებლებს. საბოლოო ჯამში, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ გავიდეთ სამართლებრივი სივრციდან. დანარჩენი შიდა საკითხია.

 

ყველას აქვს თავისი წილი სიმართლე და ცდილობს პოზიციები წარმოაჩინოს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. თუ ქიბარ ხალვაში მიიჩნევს, რომ მისთვის გარკვეული რისკის მატარებელია, თუ არსებული მმართველები დარჩებიან, ეს მისი პოზიციაა სასამართლოსთან მიმართებით", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.


უკან დაბრუნება