მთავარი გვერდი > ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს


11-11-2015 / 11:25

ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა,  რომ გოჩა  ნოზაძე  თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9  წლამდე ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს


უკან დაბრუნება