ივერიონი / ნანა კაკაბაძე: რატომ არ იქნებოდა ხალვაშის ქონება იძულებით წართმეული?

ნანა კაკაბაძე: რატომ არ იქნებოდა ხალვაშის ქონება იძულებით წართმეული?

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქონების იძულებით წართმევას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის კი ქიბარ ხალვაშის საქმე ერთ-ერთი იყო.

 

ამის შესახებ კაკაბაძემ გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არის 6 000-მდე ჩამორთმეული ქონება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქონების წართმევას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ხალვაშის ქონება, რომლითაც განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობა, რატომ არ იქნებოდა წართმეული იძულებით?!

როცა მარგველაშვილს კითხვა დავუსვი, გამორიცხავდა თუ არა იმას, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქონებრივი დავაა, მან მიპასუხა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 9 მილიარდის ქონებაა ჩამორთმეული და თუ ასეა, ვინ გამორიცხა, რომ ამ 9 მილიარდში ხალვაშის ქონებაც არ არის?! " - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

13-11-2015, 08:05
უკან დაბრუნება