ივერიონი / კახა მიქაია: უსუფაშვილის გზავნილები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს

კახა მიქაია: უსუფაშვილის გზავნილები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს

   კახა მიქაია შუალედური არჩევნების შეფასებისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა და მოახერხა ისე, რომ პროცესები ისევ ქუჩაში გავიდა, ისევ დაიწყო შიმშილობა და რეალურად არაფერი კეთდება ამ ადამიანებთან დიალოგის გასამართად.

   

   -"საგარეჯოს არჩევნების შემდეგ დათო უსუფაშვილმა მნიშვნელოვანი და სიღრმისეული ანალიზი გააკეთა, მან თქვა, რომ ტესტ-მატჩი ჩაატარეს ინაშვილთან;  რომ საგარეჯოს არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. მან მიმართა კოალიციას, რომ აუცილებელია კოალიციაში ცვლილებების განხორციელება. მე აბსოლუტურად ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ მისი ეს ინიციატივა არ დარჩა ფურცელზე, თუ მოხდა რეალიზება და უსუფაშვილის რეკომენდაციები პირველ რიგში ხელისუფლებამ გაითვალისწინა, ეს იქნება ძალიან კარგი. დიახ, დღეს ნამდვილად არ არის "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა" _ განაცხადა მიქაიამ.  მისივე განცხადებით, არ არის საჭირო ხელისუფლებამ გააგრძელოს კოჰაბიტაცია და ხელოვნურად შეინარჩუნოს ეს პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალად. მიქაია ასევე ამბობს, რომ საზოგადოების უმეტესობას არც "ოცნება" მოსწონს და არც ნაციონალები" და ამიტომ "უსუფაშვილის გზავნილები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს".

 

 

14-11-2015, 02:48
უკან დაბრუნება