ივერიონი / ირაკლი მელაშვილი: დაპატიმრებული მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრები არ არიან

ირაკლი მელაშვილი: დაპატიმრებული მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრები არ არიან

"მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. მოხდება მათი საქმეების გადახედვა და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი სათქმელი თქვან.""


ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "არჩევანის თავისუფლებისთვის"" ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყანაში იყვნენ და არიან პოლიტპატიმრები. თუმცა დღესდღეობით არც ერთი დაპატიმრებული მაღალჩინოსანი არ არის პოლიტპატიმარი, რადგან თითოეული მათგანი არღვევდა ადამიანის უფლებებს.


"ქვეყანაში, სადაც ელიტარული კორუფცია იყო, დანაშაულს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ. ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრად ვერ ჩავთვლით. ასევე, ეჭვი მეპარება, რომელიმე ორგანოს გადახედვის შემდეგ ბიუჯეტში დარღვევები არ აღმოაჩინონ", _ ამბობს მელაშვილი.


ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და ბრალდებები, რომლებიც მას წაუყენეს, სასაცილოა.


ირაკლი მელაშვილის განცხადებით, დამნაშავეთა დასჯა სამართლიანობის ფარგლებში უნდა მოხდეს.

21-11-2012, 15:51
უკან დაბრუნება