ივერიონი / გია ხუხაშვილი: ივანიშვილის აქტიურობა არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვების გარანტი არ არის!

გია ხუხაშვილი: ივანიშვილის აქტიურობა არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვების გარანტი არ არის!

 

„თუ ვითარება ასეთი დარჩა და ასეთი დინამიკა შენარჩუნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ძალაუფლება ვერავინ ვერ აიღოს. ანუ ძალაუფლება დარჩეს ისევ ქუჩაში და ჩვენ მივიღოთ მორიგი რევოლუციური სიტუაცია“, -ამის შესახებ განცხადება, ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში გადაცემა "პრიორიტეტებში",  ანალიტიკოსმა   გია ხუხაშვილმა გააკეთა.

 

მისი თქმით, შესაძლოა 2016 წლის არჩევნებზე ხელისუფელბამ მიიღოს დაბალი ლეგიტიმაცია,რაც კიდევ ერთი შესაძლო სცენარის განხილვის საშუალებას იძლევა. საუბარია საპარლამენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და პოსტსაარჩევნო კრიზისზე.

 

”ამის კარგი ტესტი იყო შუალედური არჩევნები საგარეჯოში , სადაც ხელისუფლებას გაუჭირდა მიკრო კრიზისის მენეჯმენტი.ივანიშვილი უნდა იყოს აქტიური , იმისთვის, რომ გაიზარდოს არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვების შანსები. თუმცა ივანიშვილის აქტიურობა არ არის გარანტი”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

2-12-2015, 12:24
უკან დაბრუნება