მთავარი გვერდი > რა უპასუხა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვაზე ოპონენტების კრიტიკას?

რა უპასუხა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვაზე ოპონენტების კრიტიკას?


3-12-2015 / 11:41

რა უპასუხა დავით სერგეენკომ  საყოველთაო ჯანდაცვაზე ოპონენტების კრიტიკას?

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვაზე ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.


ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განცხადა, რომ წელიწადი მთავრდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ გვქონია პროექტის შეფერხება.


„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის. პარლამენტში იქნება მსჯელობა წარდგენილ პროექტზე და მას ეკუთვნის პრეროგატივა, რომ დაამტკიცოს ამ ან სხვა სახით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მე არ დავიზარებ, რომ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც წლის განმავლობაში ათეულობით გამიკეთებია ათეულობით გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დაიქცევა. წელიწადი მთავრდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ გვქონია პროექტის შეფერხება,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.


უკან დაბრუნება