ივერიონი / პუტინის მორიგი მუქარა ანკარას

პუტინის მორიგი მუქარა ანკარას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სუ 24-ის ჩამოგდების გამო,  ანკარას კიდევ ერთხელ დაემუქრა.


საგანგებო განცხადება მან ფედერალური საბჭოს სხდომაზე გააკეთა.


„თურქი ხალხი კეთილი და ჭკვიანია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ და ხელისუფლებას ერთმანეთთან არ ვაიგივებთ. მათი მმართველი ლიდერები არიან პასუხისმგებლები ჩვენი სამხედროების დაღუპვაზე. მხოლოდ ალაჰმა უწყის, რატომ გააკეთეს ეს მათ. ალბათ, ალაჰმა ისინი დასაჯა და გონება დაუბინდა. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი სამხედროების მკვლელები პასუხს მხოლოდ პომიდვრებით აგებენ, მწარედ ცდება. ისინი თავის საქციელს არაერთგზის ინანებენ,“-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

3-12-2015, 14:53
უკან დაბრუნება