ივერიონი / უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები 10 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება

უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები 10 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერმიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.

 

 მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,  ჩატარებული გამოძიების შედეგად გახსნილია 2012 წლამდე მომხდარი მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტიდა მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

 

  კერძოდ, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი, რომლისხელმძღვანელობითაც ხსენებული უწყება სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.

 

2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შსს გენერალურ ინსპექციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: ზურაბ დოლაკიძე,გიორგი საყვარელიძე, ალექსანდრე ქარდავა და გოშქარ ჩაილიევი. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონიოთარაშვილმა თავისთან დაიბარა ბრალდებულის ოჯახის წევრები: ნინო ლილუაშვილი, ნუნუ ორდენიძე, ზურაბ ქარდავა, შაფაკპოპოვი და ,,საქმის მოგვარების" სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვა, წინააღმდეგშემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

 

ამასთან, მოქალაქეთა მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტის შენიღბვის მიზნით, გენერალურიინსპექციის მიერ მოფიქრებულ იქნა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაიბარეს,,ტოიოტა ცენტრში", სადაც ჯონი ოთარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძის სახელით მოქალაქეებსშეასყიდინეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული ,,ტოიოტა ჰაილუქსი" და 30 000 დოლარის ღირებულების ,,ტოიოტა კამრი",რომლებიც შემდგომში ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.

 

     აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი და განაცხადა, რომბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა და მათი სახელმწიფოზე იძულებით ჩუქება იყო შსსგენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის პირდაპირი დავალება, რაც მათ წარმატებით შეასრულეს.

 

   ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბამაღლაფერიძე, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულგიორგი შავდიას ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით შეასყიდინა 9900 დოლარადღირებული „ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რისშემდეგაც გიორგი შავდიამ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

 

        დანაშაულში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავითქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისიახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი" დააჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რითაც კახეთის სამხარეო პოლიცია სარგებლობდა.

 

        გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ,გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

 

       ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ექვსივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 10 დაზარალებულისდარღვეული უფლება, რომელთაც პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეულიდა დათმობილი  13 ა/მანქანა (9 ერთეული,,ტოიოტა ჰაილუქსი", 3 ერთეული ,,ტოიოტა ქამრი" და 1 ,,ტოიოტა კოროლა").

 

23-12-2015, 14:30
უკან დაბრუნება