ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: ჩვენ გვყავს ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები!

თემურ შაშიაშვილი: ჩვენ გვყავს ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები!

ქვეყანას, მის მომავალს არ ჰყავს უფრო დიდი მნგრეველი, ვიდრე სოციალური დემაგოგი.

 

1995 წლიდან „მოქკავშირის” პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან-ქვეყანაში ძლიერდება სოციალური დემაგოგიის, ანუ ხალხის გაჭირვებით სპეკულიაციით პოლიტიკა..

დღემდე, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობა სოციალურ დემაგოგთა ერთობაა…

 

მეგონა “ნაცმოძრაობა” იყო ამ პოლიტიკის მწვერვალი… თუმცა, შევცდი… ვეჭვობ ასეთი თვითკმაყოფილი ხელისუფლება ოდესმე ჰყოლოდა საქართველოს და ასეთი გაჭირვება ხალხსა და ქვეყანაში ოდესმე ყოფილიყო…

 

ეს არის რეალური კონფლიქტი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რომლის მოგვარება დღევანდელი იმპულსური პოლიტიკით შეუძლებელი - საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც მხოლოდ აკადემიური პოლიტიკით გახდება შესაძლებელი!..

 

აკადემიურ პოლიტიკას შეუძლია ქვეყნის დახსნა გარე ძალების მართვისგან, ქვეყნის გამოყვანა რეალური კრიზისიდან, საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო კადრების გადარჩენა და ამ უდიდესი პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება, ქვეყნის დამანგრეველი სოციალური დემაგოგიის პოლიტიკის დასრულება, რომლის მთავარი საყრდენი ქვეყნის „მეგობართა“ მიერ გარედან შემოგდებული და ამ სტილის კადრების მეშვეობით – დღეს ქვეყანაში გამეფებული იმპულსური მმართველობაა…

 

სოციალური დაემაგოგები საშინლად თვითკმაყოფილნი არიან საკუთარი საქმიანობით და არიან ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დიდოსტატები.

 

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე!

 

კიდევ ერთი: ამას რომ ვწერ, ისიც კარგად ვიცი, რომ „ოცნების“და „ნაცმოძრაობის“, მათი მთავრობების შედარება არ შეიძლება…მაგრამ ხმამაღლა ვამბობ:წინაზე უკეთესი არ ნიშნავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც იმსახურებს დღეს საქართველო!

 

ვცდებით ყველა, ვინც ვფიქრობთ ,რომ კარგია ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და რაც შეუძლია იმას აკეთებს. დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შეუძლია გააკეთოს ის,რისი გაკეთებაც ქვეყანაში შეიძლება,ანუ შეუძლია ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა!

 

ჩემი ანალიზით, ასეთ ხელისუფლებას, მინიმუმ, 10-ჯერ მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ეს დღეს რეალურად კეთდება.

 

პიროვნული შესაძლებლობის კი არა, ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმის მოქმედებაში მოყვანას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა.

 

სამწუხაროდ, ჩვენ მოგწონს ან არ მოგვწონს ცალკეული პიროვნებები და დაგვავიწყდა ქვეყანა და მისი უდიდესი ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალი, უმდიდრესი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები!

 

 

 

24-12-2015, 15:42
უკან დაბრუნება