ივერიონი / MYVIDEO.GE 9 წლის გახდა

MYVIDEO.GE 9 წლის გახდა

25 დეკემბერს MYVIDEO.GE 9 წლის გახდა. პირველად, 2006 წლის 25 დეკემბერს, ერთადერთი ქართული ვიდეოპორტალი სატესტო რეჟიმში გაეშვა. 

 

2009 წელს MYVIDEO.GE-ს სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში,  1 კვირიანი არქივითა და გადახვევის ფუნქციით. იმავე წელს, Myvideo.ge გახდა პირველი ადგილის მფლობელი ქართულ ინტერნეტსივრცეში - Top.ge-ს რეიტინგში ვიდეო პორტალმა ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ ადგილს.

 

MYVIDEO.GE-ს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა აპლიკაციები ყველა პოპულარული პლატფორმისათვის. 2006 წლიდან დღემდე MYVIDEO.GE-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: მუსიკა, კინოთეატრი, ვიდეოს მოჭრისა და გადმოწერის ფუნქცია, LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა, ვიდეორგოლის ვებკამერით ატვირთვა და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს ახლა უკვე საშუალება აქვთ უყურონ მათთვის საყვარელ, განსაკუთრებულ მომენტებს უწყვეტ რეჟიმში, ახალი სერვისის Myvideo LOOPS-ის დახმარებით.

 

2015 წელი ვიდეოპორტალისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა- კომპანიის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მოვლენაზე - WEB SUMMIT 2015-ზე საქართველო სწორედ MYIDEO.GE-მ წარადგინა!

 

გარდა ამისა, 2015 წლიდან დაიწყო ახალი პროდუქტის, MYVIDEO TV BOX-ს გაყიდვა, რომელიც საკაბელო ტეკევიზიის ერთადერთი ჭკვიანური ალტერნატივაა.

 

MYVIDEO.GE არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, პორტალს ჰყავს 1 352 997 რეგისტრირებული მომხმარებელი (რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 64 624-ით მეტია) და 600-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე.

 

MYVIDEO.GE მადლობას უხდის ყველა ერთგულ მომხმარებელსა და პარტნიორს თანამშრომლობისთვის და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება!

24-12-2015, 16:28
უკან დაბრუნება