ივერიონი / ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა.

 

24 წუთიან აუდიომიმართვაში ისლამისტთა მეთაური აცხადებს, რომ კოალიციისა და რუსეთის ავიადარტყმები ისლამურ სახელმწიფოს ზიანს ვერ აყენებს. მისივე მტკიცებით, კოალიციისა და რუსეთის ქმედებები ისლამურ სახელმწიფოს კიდევ უფრო აძლიერებს. მაისის შემდეგ ეს ალ-ბაღდადის მიერ გავრცელებული პირველი აუდიომიმართვაა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაისში ისლამისტთა ლიდერი მძიმედ დაიჭრა.

 

 

27-12-2015, 16:26
უკან დაბრუნება