ივერიონი / ზვიად ნოდია: ელადის ეკლესიას ძალა რომ ჰქონოდა, საბერძნეთი არ დაეცემოდა!

ზვიად ნოდია: ელადის ეკლესიას ძალა რომ ჰქონოდა, საბერძნეთი არ დაეცემოდა!

მთელი მსოფლიოსთვის თავსმოხვეული, ქრისტიანობის სახელს ამოფარებული ე.წ. „დასავლური ცივილიზაცია“ სხვა არაფერია, თუ არა, ნეოწარმართობა, რომელიც შექმნა ე.წ. „რჩეულმა ერმა“ - „ელიტამ“, რათა მისი მეშვეობით ზღვარი და მიჯნა გაევლო თავიანთ „გამორჩეულებასა“ და გაწარმართებულ დანარჩენ კაცობრიობას შორის...

 

ანუ, მათთვის „დასავლური ცივილიზაცია“ სასხვისო სატყუარაა და თავიანთთვის კი - „რჩეულთა ცივილიზაცია“ აქვთ დადგენილი. საამისოდ სჭირდებათ მათ დანარჩენი კაცობრიობის ნება-არჩევანი, რათა თავისი „მესია“ გააბატონონ მსოფლიოს ხალხებზე და რელიგიებზე, თავად იყვნენ მონათმფლობელები, დანარჩენები კი მონები, რომლებსაც მხოლოდ იმისთვის აძლევენ არსებობის უფლებას, რომ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იმსახურონ.

 

 მათი გეგმის მიხედვით, სანამ საბოლოო ეტაპს მიაღწევენ, მანამ - ჯერ ათეიზმი გაავრცელეს ხალხთა გამოსათაყვანებლად; მერე კი - ათეიზმით ღმერთს მოწყვეტილები, ეშმაკთა ვნებებით დაატყვევეს და ამას დაარქვეს - დემოკრატია და თავისუფლება, რაც სინამდვილეში წარმართობაა.

 

მესამე ეტაპისთვის, ამ ეტაპობრივი პერიპეტიებით აწ უკვე გამზადებული „ახალი ადამიანები“, ერთხმად აირჩევენ სატანის ძეს - ანტიქრისტეს (ღმერთისგან შექმნილი კაცობრიობა, ღმერთის ძის ნაცვლად, რომელმაც სამოთხეში უნდა დააბრუნოს ისინი, აირჩევენ - სატანის ძეს).

 

ესე იგი, ის ვინც გაწარმართდება, არ იქნება ღმერთის ერი და ეს პროცესი უკვე სახეზეა.

 

ამიერიდან, საბერძნეთი არ იქნება ღმრთის ერი, რადგან საყოველთაო სოდომ-გომორიზაციის იმ პროექტში ჩაეწერა, რომელშიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია - ლგბტ-ების განუსაზღვრელი და ჩვეულებრივ ადამიანებზე აღმატებული უფლებები + ერთსქესიანთა ქორწინება +“მშობლობისთვის შეუფერებელი ოჯახებისთვის“ შვილების წართმევა (რაშიც მოიაზრება, მაგალითად, არასრულწლოვანებისთვის დაწყებით კლასებში სექსუალური და ერთსქესიანი თუ მოპირისპირე სქესის შესაბამისი უნარ-ჩვევების სწავლება - დისციპლინის მიმართ მშობლების პროტესტის აღკვეთა - იუვენალური კანონით) და მათი მიშვილება გეი „ოჯახებისათვის“...

 

დექრისტეანიზაცია ძალაში შედის: ოჯახის, როგორც წმიდა ქორწინებისა და „მცირე ეკლესიის“ დესაკრალიზაცია თვით ეკლესიის დაქცევის წინაპირობაა და მართლმადიდებლური საბერძნეთის დაცემას, რაღა თქმა უნდა, საქართველოც მიჰყვება, ვინაიდან, მიღებული აქვს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი.

 

როგორც ჩანს, საყოველთაო სოდომიზაცია უმცირესობის ფარგლებს გასცდა - „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ხელშეწყობით.

 

სხვაგვარად როგორ შევაფასო, თუ არადა - წარმართობის რევანშად - წარმართულ სამყაროში სექსი აღიქმებოდა ღვთაებასთან შეერთების აქტად, ტრანსში შესვლისა და გასხივოსნების მისტერიად, რაც თვით ტაძრებში აღესრულებოდა (აღარაფერს ვამბობ - კანიბალიზმზე და სხვა რეციდივებზე). 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მითოსურ-წარმართული ერა არც თუ ხანგრძლივი დროითაა დაშორებული სამოთხისეულ ეტაპთან და სწორედ ამის გამოა გასაკვირი კაცობრიობის იმჟამინდელი უსწრაფესი დეგრადაცია - ღმერთის გადავიწყება და დემონებზე გადაწყობა.

 

 თუმცა, რაღა გასაკვირია, როცა თითქმის ჩვენს თვალწინ, სულ რაღაც 60-100 წლის უმოკლეს პერიოდში, ე. წ. პლაჟზე ისე ურცხვად გაშიშვლდნენ ადამიანები, რომ მერე ქუჩებსაც მოედვნენ „დედიშობილა“ უკომპლექსობით.

 

ერთი სიტყვით, გარეგნულმა და შინაგანმა დასავლურმა ტრანსფორმაციამ მდიდარი ქრისტეანული წარსულის ერები ისეთ დღეში ჩააგდო, როგორშიც აღმოჩნდა ღმრთის წესრიგით გამორჩეული სეითის მოდგმა, მას შემდგომ, რაც ღმრთისგან განდგომილ კაენის მოდგმას შეუერთდა და დაემსგავსა.  

 

ე.წ. ცივილიზაცია ჩიხში შევიდა - ღმერთისგან განთავისუფლებამ და ეშმაკის აყოლამ ადამიანის ბუნებითი სჯულისა და რელიგიური სჯულის მუტაცია-გადაგვარება გამოიწვია. ორთავ სოფლის მოქალაქეობა შეიცვალა ამასოფლის მოქალაქეობით და როცა ადამიანი ზესთასოფლიდან არ ღებულობს მადლს, ძალაუნებურად ირთვება თვითგანადგურების კოდი თუ მექანიზმი.

 

გამომდინარე რელიგიური სჯულისგან გადახრისა, ისევე როგორც ბუნებითი სჯულისგან გადახრაა ერთსქესიანობა. რელიგიური სჯულისგან, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლიდან გადახრა იწვევს ქრისტეს ლოდიდან ჩაცურებას წარმართულ ქვაკუთხედზე და სწორედ იგივე მოხდა ადამიანის ბუნებაშიც.

 

 როგორც ზემოთვე ითქვა, ეს პროცესები მართულია - ეშმაკისა და ადამიანის თანამოქმედებით, მაგრამ ღმრთისმსახურები ხომ ზედამხედველები არიან თავიანთი სამწყსოსი და მათ მიეცათ ეშმაკების განსხმის ძალა, რისი ზიდვის ღირსნიც უნდა შეიქმნენ, თორემ ვერ დაიცავენ ეკლესიის საზღვრებს... ვერ განკურნავენ ე.წ. გეის ეშმაკისგან შთაგონებული დაპროგრამირებისაგან, რომ - კაცია და თავი ქალი ჰგონია, რისთვისაც ოპერაციით იცვლის სქესობრივ განსხვავებულობას, მაგრამ თუკი ღმრთისმსახური მისგან ეშმაკს განდევნიდა - მისი ფსიქო-ფიზიოლოგიური იდენტობა გასწორდებოდა და სექსის ვნებაც მოწესრიგდებოდა.

 

ამ შემთხვევაშიც, იგივე წარმართობასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად - რეინკარნაციასთან, სადაც ადამიანს ეშმაკის შთაგონება-მანქანებით ეჩვენება, რომ - წინა ცხოვრებაში სხვა იყო... რის მაქნისია ღმრთისმსახური, თუკი ადამიანს ვერ მოაქცევს ბუნებით სჯულზე და თუკი - რელიგიურ სჯულს არ დაიცავს -ეკუმენიზმისგან?!

 

თუ მე  სჯულის კანონის დაცვისთვის მოვუწოდებ ვთქვათ, პატრიარქს, ესე იგი, სასიკეთო განზრახვა მამოძრავებს და შენ რატომ იღებ სახელმწიფოებრივ კანონს - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ“?!... საამისოდ ხომ არსებობს - საეკლესიო სამართალი! ან, როგორ უნდა გაარჩიოს ამ გაურკვეველმა კანონმა - ვინ მართალია და ვინ მტყუანი, პიროვნება იქნა შეურაცხყოფილი, თუ მისი რელიგიური ცოდვა-ცდომილება...

 

ვთქვათ და - წმიდა აბოსავით ვუხსნი ცეცხლთაყვანისმცემლებს, თუ იეღოველებს(და ა. შ.,), მათი აღმსარებლობის ცდომილების შესახებ, ანუ ვამხილებ - გინდ ქალი „ეპისკოპოსი“ იყოს და გინდ კაცი „პატრიარქი“ და სადაა ზღვარი რელიგიური და პიროვნული შეურაცხყოფისა?...

 

ესე იგი - სიმართლე და მისიონერობა დასჯადია?... გამოდის, რომ, თქვენც იმავე წისქვილზე ასხამთ წყალს, მასონები რისთვისაც ასეთ კანონებს ქმნიან, ანუ თქვენ ვერც კი ხვდებით, რომ მაგ კანონპროექტით ჩანასახშივე კლავთ თანამედროვე იოანე ნათლისმცემელს, მაქსიმე აღმსარებელს, თუ ელია წინასწარმეტყველს!...

 

ეს რანაირი „ზრუნვაა“ ეკლესიაზე? რა პასუხს გასცემთ - მართლმადიდებლობის ღირს მამებს და რისთვის სცემთ მათ თაყვანს?

 

ესაა ორმაგსტანდარტიანი კანონი - ვითომ ეკლესიის მოძულეებისგან დამცავი, სინამდვილეში კი - ერესიერარქიასთან დაპირისპირებული მართლმამხილებლების საწინააღმდეგო ღონისძიებაა და საერთო არაფერი აქვს ეკლესიის დაცვასთან.

 

ამიტომაც მიიღებს მას თანამედროვე სახელმწიფო, როგორც თავისთან „სერგიანულად“ მოთანამშრომლე იერარქიის დამცველს, განსხვავებით ქრისტეანული სახელმწიფოსაგან, სადაც მეფე-იმპერატორები თავად იწვევდნენ „რუის-ურბნისს“ და მსოფლიო საეკლესიო კრებებს ეკლესიის დასაცავად, რამეთუ მართალი ეკლესია იცავდა სახელმწიფოსაც და სამოთხისკენ ქრისტესგან გაჭრილ გზასაც.

 

რაღა თქმა უნდა, საჭიროა მიეთითოთ ეკლესიის მოძულეებს - „ეკლესიაზე შეტევის მოწოდებები“-ს გამო, მაგრამ - სამოქალაქო კოდექსი ხომ არსებობს; თქვენ რა, მორიგ „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ ამატებთ და ნაცებივით ციხედ აქცევთ ამ ცხოვრებას?!

 

კარგად დააკვირდით ტერმინ „კაბალას“ და იფიქრეთ, ამით ხომ არ ხდებით იმის მონა, რომელი სახელმწიფოსგანაც იღებთ ამ ვალს - ეკლესიის დაცვა-დახმარებას, რაც იწვევს ეკლესიის საჭის მიმართვას სახელმწიფოს კურსისკენ.

 

ქრისტეს ეკლესია ამასოფლის მდინარების საწინააღმდეგოდ მიცურავს და ნუ დააკაბალებინებთ სახელმწიფოს ახალ-ახალი „კონკორდატებით“. განა, საბერძნეთმა იმიტომ არ მიიღო ვალდებულება ერთქესიანთა ქორწინებაზე, რომ კაბალური ვალები მოეხსნა ევროკავშირს?! მოსთხოვთ რელიგიურ დოტაციებს - მოგთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინებაზე თვალების დახუჭვას, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო დავალებულ-დაკაბალებული საპატრიარქო, მთელი ერი გამოვიდოდა ანტიდისკრიმინაციული უკანონობის წინააღმდეგ - პატრიარქის ერთ დაძახებაზე...

 

მაშასადამე, ძალა არა აქვს ეკლესიას და ამის გამოსასწორებლად ვინც ზრუნავს, იმას უჭედთ გამანეიტრალებელ კანონებს?!

 

იზრუნეთ ქრისტეანულად და არა მასონური კანონებით, თორემ არაფერი განგასხვავებთ იმათგან, ვინც აშენებს „სამოთხეს დედამიწაზე“ და მებრძოლი ეკლესია კი არა, საკუთარი პატივდებული გვამების შესაფერი - ელიტარული ეკლესია უნდათ მოიწყონ...

 

ეკლესია -მართლმადიდებლობის გარეშე, ქრისტიანობა - ქრისტეს გარეშე, გარეგნული - შინაგანისა და სულიერების გარეშე... უკვე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ მართლმადიდებლებმა იმაზე, თუ რა არის მართლმადიდებლობა და რითია გამორჩეული, ან ჩვენ შევესაბამებით მას, თუ არა...

 

თუკი, თქვენი აზრით, მართლმადიდებლობა ნიშნავს სხვაზე უპირატესობას და მეტს არაფერს - ეს ისეთივე ხიბლია და ამპარტავნობა, რამაც დაღუპა ბიბლიური „რჩეული ერი“, ანუ ღმრთისგან აღთქმული მხსნელი - ჯვარს აცმევინა.

 

ადამიანი ვერც ღმერთს გამოიცნობს და ვერც ჭეშმარიტ ეკლესიას, რომ არ იყოს სჯულისკანონი, რაც სარკეა და აჩვენებს - თუ ვინაა მართალი.

 

კი, ბატონო, მართლმადიდებლობა თავისთავადაა უპირატესობა, მაგრამ რით? იმით, რომ ქრისტემტყუვრობას აუჯანყდა და განიცალკევა თავი, ისე როგორც ქრისტეანობა გამოირჩა ძველი აღთქმისგან. მას არ გაუგდია „სარკე“ ხელიდან და გამუდმებით ამოწმებდა თავის სიზუსტეს, წმიდა მამათა განუხრელი მიმდევრობით. მაგრამ, კაცთა მოდგმის მტერი, თავისი მოკავშირე რაზმითურთ მოვიდა ცეცხლით და ათეიზმით, მერე შეცვალა ტაქტიკა და თვითვე უშენებს ტაძრებს, მაგრამ შიგნიდან ანგრევს ეკლესიას, აძევებს ქრისტეს, რათა ადგილი მოუმზადოს ანტიქრისტეს.

 

და, რას შვრება ამასობაში მებრძოლი ეკლესია? - არ იბრძვის! არ მიდის მდინარის აღმა და ბუზებს იგერიებს მსგავსი კანონ-კონკორდატებით.

 

ის ვინც მოვიდა ცეცხლით და ათეიზმით, გგონიათ ამით მორჩა და ანტიქრისტეს არ უმზადებს ბილიკებს, მისი მომდევნო მთავრობების ხელით?...

 

ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს თვით მართლმადიდებლურ ქრისტეანობას, ანუ არც ქრისტეანობა ესმის და არც მისი მტრის ენა.

 

ვინ მოიფიქრა და განახორციელა ათეოკრატია-დემონკრატია-ანტიქრისტეკრატია?

 

მან, ვინც მოხსნა აპოკალიფსის „შემაკავებელი“, რაზედაც თავად ქრისტე გვამცნობს ახალ აღთქმაში, ძველში კი - დანიელი წინასწარმეტყველებდა და მოციქულები, შემდეგ კი წმიდა მამანი აკვირდებოდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ „უსჯულობის საიდუმლოს“ მოძრაობის მექანიზმს.

 

 როგორც სამოთხიდან გამოსულები დარჩნენ უღმერთოდ, უსჯულობის შემოქმედებმაც ისეთივე მოიმოქმედეს ათეიზმით - „ღმერთი მოკვდაო“; მერე, როგორც იმჟამინდელ ადამიანებს ღმერთი ეგონათ, ღმერთის სახე მიღებული ეშმაკები და გახდნენ ეშმაკთთაყვანისმცემელი წარმართები, ასეა დემოკრატიულ ეტაპზეც - დემონების „კრატიაა“ და ადამიანებს დემონთა ჭკუაზე სიარული - თავისუფლება ჰგონიათ;

 

ეკლესიაშიც შესულია სატანის შხამი - ეკუმენიზმ-მოდერნიზმ-სეკულარიზმი და თითქოს „ორი ბატონის“ შერწყმასავით მიმდინარეობს ქრისტეანობისა და ქრისტემტყუვრობის სინკრეტიზაცია; შემდეგ , ისტორიულად, მოხდა ღმერთთან კავშირის აღდგენა და ქრისტეს განკაცება და მისდა მიბაძვით, მესამე ეტაპზე - ანტიქრისტე იტყვის - ქრისტე მე ვარ-ო და რანაირად დაარწმუნებს ხალხს, თუკი ამ (მეორე) ეტაპზევე არ შეამზადა ცრუ ქრისტიანობით.

 

აი, რა სიფხიზლე-მღვიძარება გვმართებს და ვისაც ჰგონია, რომ ფეხზე დგას - უფრთხილდეს დაცემას.

 

გასაგებია, რომ ეკლესიის შეურაცხყოფას ვერ ვიტანთ და მე სულ ვოხრავდი მათ ყოველ ანტიეკლესიურ გამოხდომაზე და ვგმინავდი - „ოხ, თქვე უღმერთოებო, როგორ ვერ გაძეხით და რა არ გასვენებთ-მეთქი“, მაგრამ განა ისინი, ვინც ლაფს ესვრიან ეკლესიას, რამეს დააკლებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ან - მწვალებლობა შეაქვთ, ან პაგანიზაცია, ან სექტანტობა, ან - სქიზმა ქრისტესთან?

 

ანუ, ვინ ყოფილა მტერი?

 

ის, ვინც შიგნიდან მუშაობს, გარე დამკვეთებთან ერთად. ეს უნდა იქნეს მხილებულ-დაგმობილ-განეიტრალებული, თორემ „ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდისო“, არ იყოს, გვამღვიძარონ რა, უცხოა ქრისტეანთათვის ლანძღვა-გინება, თუ, ოხ, როგორ გვეკადრება და არიქა, კანონი, კანონი ჩქარა...

 

კანონი - სჯულისკანონისეული დავიცვათ, ისა სჯობია, დემოკრატიული კანონებით ბრძოლას;

 

დასაწყისში ვთქვი - საბერძნეთს საქართველოც მიჰყვება-მეთქი. ვისურვებდი ასე არ მოხდეს -  არც მოხდება, თუკი ასი ათასი თბილისელი მოწამესავით ვუერთგულებთ დედაღმრთისმშობელს და მისი ძის ეკლესიას.

 

29-12-2015, 11:54
უკან დაბრუნება