მთავარი გვერდი > ლევან ბეჟაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა!

ლევან ბეჟაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა!


30-12-2015 / 12:16

ლევან ბეჟაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა!

"ახალი პრემიერ-მინისტრის წინადადება თანამშრომლობაზე ჩვენთვის მისაღებია თუკი ამას რეალური ნაბიჯები მოჰყვება"- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

 

ბეჟაშვილმა კომენტარი "იბერიის" პირდაპირი ეთერით, გადაცემა "პრიორიტეტში" ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან პოზიტიური წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში, ვინაიდან დაპირისპირება მხოლოდ აზარალებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს.

 

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ბეჟაშვილი კვირიკაშვილს გამორჩეულ პიროვნებას უწოდებს, თუმცა ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ნეიტრალიზება.


უკან დაბრუნება