ივერიონი / რა გეგმებზე არ სურს პაატა ბურჭულაძეს ამ ეტაპზე საუბარი?

რა გეგმებზე არ სურს პაატა ბურჭულაძეს ამ ეტაპზე საუბარი?

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას  ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი არ სურს. მან ასევე განაცხადა ისიც, რომ  ფონდი სამ თვეში დადებს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ფონდი არის საზოგადოებრივი მოძრაობა.

 

,,დღეს ჩვენ ვართ ფონდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენ ამაში სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით. სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. მგონი, ამ ხედვას უნდა მიაყურადოს მთავრობამ და ყველამ, მთელმა საზოგადოებამ. 

 

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და გვინდა, რომ ეს ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ, რადგან დღევანდელი მიმართულებით, ჩვენი ფონდი უკმაყოფილოა, ამას ძალიან ღიად ვაცხადებ", - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა, რომელიც დღეს ორგანიზაციის წევრებთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

8-01-2016, 19:12
უკან დაბრუნება