ივერიონი / ტურისტებზე თავდასხმა ეგვიპტეში

ტურისტებზე თავდასხმა ეგვიპტეში

ეგვიპტის საკურორტო ზონაში თავდასხმის შედეგად დაჭრილია სამი ტურისტი. თავდასხმა ჰურგადაში ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელდა. თავდამსხმელები ოტელ Bella Vista-ს რესტორანში შეიჭრნენ და ტურისტებს დანებით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებულთაგან ორი ავსტრიის, ერთი კი შვედეთის მოქალაქეა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისლამურ სახელმწიფოს აკისრებს.  

9-01-2016, 12:00
უკან დაბრუნება