ივერიონი / რამ გააცოფა თამარ ჭოხონელიძე და რატომ ვერიდებით მანქურთთა მხილებას?!

რამ გააცოფა თამარ ჭოხონელიძე და რატომ ვერიდებით მანქურთთა მხილებას?!

„წელი ისევ ტყუილებით დაიწყო... გაუმარჯოს + ფონოგრამებიან კონცერტს ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზიდან!!! „გაუმარჯოს“ ხალხის მოტყუებას, თვალში და ყურში ნაცრის შეყრას... „გაუმარჯოს“ ხალხის გამაიმუნებას, მათ სულში ჩაფურთხებას. ქართველი „ირგებს“ თავზე ლაფის დასხმას!!! მეტის ღირსები ვართ!!! რო-დემ-დე? როდემდე უზნეობა, უმოქმედობა და ურეაქციობა?!“ _ წერდა სოციალურ ქსელში ქართველი მომღერალი თამარ ჭოხონელიძე.

 

სხვათაშორის, მისი მხრიდან ეს პირველი „წკიპურტი“ არ არის, რომელიც სიყალბისა და „მაიმუნობის“ (ეს მისი ლექსიკიდანაა) დემონსტრირების მხილებას ემსახურება და საზოგადოების გამოღვიძებისკენაა მიმართული.

 

ის, რომ საქართველოში ჭეშმარიტ ხელოვნებას ყავლი გაუვიდა და გასაქანი + ფონოგრამებიან კონცერტს“ ეძლევა, არა მარტო ქართველი მსმენელისა თუ მაყურებლის გამოვნების დეგრადაციაზე მეტყველებს, არამედ... დიახ, თუ ქალბატონ თამარის სიტყვებით ვიტყვით, „თვალსა და ყურში ნაცრის შეყრა, სხვა არაფერია, თუ არა ერის ღირსების გრძნობის მოდუნება, საკუთარი ნიჭისა და წლებით (საუკუნეებით) ნალოლიავებ სხვა ფასეულობებზე ნებაყოფლობით უარის თქმა!“

 

ქალბატონ თამარს იმაშიც ვეთანხმები, რომ ხალხი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუებს თავს, „სულში ჩაფურთხებასაც“ იობის სიმშვიდით ითმენს, მაგრამ ჟურნალისტ სოსო ჭუმბურიძის რეპლიკისა არ იყოს (რომელიც მან თავის კომენტარში დააფიქსირა), არ შეიძლება ნახევარი სიმართლით გამოვასწოროთ საქმე!

 

არ შეიძლება გაყალბებაზე და ხალხის მოტყუებაზე ვისაუბროთ და არ ვამხილოთ, ვინ არიან ეს მატყუარები და გამყალბებლები. მითუმეტეს, საქმე გვაქვს არა კონკრეტულ გადაცდომებთან, არამედ მყარად ჩამოყალიბებულ ტენდენციასთან, რომლის მიზანი ჭეშმარიტი ფასეულობების ნიველირება და „სიყალბის“ ჭეშმარიტებად შეფუთვაა.

 

ძნელია იმის თქმა, რატომ მოერიდა ქ-ნი თამარი ამ ემოციური და ბრალდებებით დახუნძლულ ფეისბუქ-სტატუსში კონკრეტული ადამიანების მხილებას, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: მხილება ეს არის საუკეთესო იარაღი იმ ადამიანების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად, რომლებიც ჩვენი პასიურობით საზოგადოებას უგემოვნების და უნიჭობის მორევში ითრევენ!!!

 

რაც შეეხება ამღერებულ „ვეფხისტყაოსანს“, ესეც იმ „სტრატეგიული ხაზის“ გაგრძელებაა, რომელსაც მონდომებით თავს გვახვევენ და რასაც ყოველგვარი ნაღდის, ჭეშმარიტად ქართულის  დევალვაციამდე მივყავართ!

 

ანდრია ლისაშვილი

11-01-2016, 12:47
უკან დაბრუნება