ივერიონი / ტერაქტების სერია ჯაკარტაში

ტერაქტების სერია ჯაკარტაში

ტერორისტული აქტების სერია ინდონეზიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჯაკარტას ცენტრალურ რაიონში აიფეთქა.

 

ტერაქტი პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს, სავაჭრო ცენტრთან განხორციელდა. აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. კიდევ ორი აფეთქება სავარაუდოდ თურქეთისა და პაკისტანის საელჩიებთან მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმებში სავარაუდოდ 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

 

ინდონეზიის დედაქალაქში ამ დროისათვის პოლიცია და სამხედრო ნაწილებია მობილიზებული.

 

14-01-2016, 11:38
უკან დაბრუნება