ივერიონი / ,,საქართველოს განვითარების ფონდმა" პირველ რეგიონალური ოფისი გახსნა

,,საქართველოს განვითარების ფონდმა" პირველ რეგიონალური ოფისი გახსნა

,,საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ პირველ რეგიონალური ოფისი თელავში გახსნეს. 

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე სასტუმრო „ალაზნის ველში“ შეკრებილ თელავის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ ფონდის საქმიანობის და ახალი მონიტორინგის ცენტრის მიზნები გააცნო, რომელიც ფუნქციონირებას დღეიდან იწყებს.

 

უახლოეს პერიოდში "პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი" რეგიონული ოფისების გახსნას და მონიტორინგის ცენტრების ამოქმედებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

 

"საქართველოს განვითარების ფონდის" ინფორმაციით, თელავის შემდეგ, ხვალ პაატა ბურჭულაძე ქალაქ რუსთავის მცხოვრებლებთან გამართავს შეხვედრას, კერძოდ, მეტალურგებთან, ექიმებთან, პედაგოგებთან, ხელოვანებთან და კულტურის სფეროში მომუშავე სპეცილისტებთან.

 

"საქართველოს განვითარების ფონდის" ოფიციალური პრეზენტაცია ერთი თვის წინ გაიმართა. გასული პერიოდის განმავლობაში პაატა ბურჭულაძემ სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, ამერიკის ელჩთან იან კელისთან, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართა.

14-01-2016, 15:25
უკან დაბრუნება