ივერიონი / ვანო მერაბიშვილი: ივანიშვილმა საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს ზიანი მიაყენა

ვანო მერაბიშვილი: ივანიშვილმა საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს ზიანი მიაყენა

"მოვუწოდებ ივანიშვილს, შეცვალოს რიტორიკა და არ მიაყენოს საქართველოს იმიჯს ზიანი", _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ვანო მერაბნიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


მერაბიშვილის განცხადებით, პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს ზიანი მიაყენა.


"ქართული ოცნება" არ აპირებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ისინი მხოლოდ ერთ დაპირებას ასრულებენ _ ანგარიშსწორება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, კეთილი ინებონ და შეცვალონ რიტორიკა. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პირდაპირი მუქარა", _ ამბობს მერაბიშვილი.


"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ქვეყნის ახალ რეალობაში ოპოზიციის როლზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც დარჩება ხელისუფლების ოპოზიციაში და შეახსენებს მთავრობას, რომ ქვეყნის წინაშე აღებული აქვთ პასუხისმგებლობა. თუ ბატონ ივანიშვილს სურს, დაასუსტოს ქართული ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. ოპოზიციის დევნა ავნებს ქართულ სახელმწიფოს და დემოკრატიას", _ აცხადებს მერაბიშვილი.

22-11-2012, 18:32
უკან დაბრუნება