ივერიონი / რამდენი დაუჯდათ საგურამოს კორპორატიული შეკრება ,,ქართული ოცნების“ წევრებს?

რამდენი დაუჯდათ საგურამოს კორპორატიული შეკრება ,,ქართული ოცნების“ წევრებს?

საგურამოს კორპორატიული შეკრება ,,ქართული ოცნების" წევრებს 50-50 ლარი დაუჯდათ. როგორც დეპუტატმა, თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თადეოზ გურამიშვილის მარანში გუშინდელი შეხვედრა მისი და გია ვოლკის იდეით დაიგეგმა.

 

მისივე თქმით, საღამოსთვის საჭირო ფულადი სახსრებიც დეპუტატებმა გაიღეს. კერძოდ, მეუღლესთან ერთად საღამოზე მისულმა დეპუტატებმა 100-100 ლარი დადეს, ხოლო ცალ-ცალკე მყოფმა კანონმდებლებმა 50-50 ლარი.

 

თემურ ჭკუასელი, რომელიც ასევე სუფრის თამადა იყო, ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებაზე საპარლამენტო სიის შედგენასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

 

მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში.

 

"ისიც გაკვრით ითქვა, რომ ქვეყნისთვის გასაკეთებელი ბევრია. სხვა სახის არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ ყოფილა. იქ სადაც თამადა მე ვარ, სიმღერა და ხუმრობაა", - აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

 

15-01-2016, 15:54
უკან დაბრუნება