ივერიონი / როგორ აფასებს იან კელინი ,,გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს?

როგორ აფასებს იან კელინი ,,გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს?

აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ,,გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას ,,წინდახედულ ნაბიჯად“ აფასებს.

 

,,რუსთავი 2“ -თან საუბარში ელჩმა განაცხადა, რომ მთავრობა საკმაოდ ღიაა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მათმა განმარტებამ დააკმაყოფილა.

 

,,ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, თუმცა საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ესმის ეს გამოწვევები'', - აღნიშნა იან კელიმ.

18-01-2016, 11:35
უკან დაბრუნება