ივერიონი / ოთხი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოთხი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ათი მაღალჩინოსნიდან ოთხი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.


მოსამართლე გელა ბადრიაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახაძეს 10 000 ლარიანი გირაო დაეკისრა, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს 3 000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს - 5 000 ლარი.


რაც შეეხება 18 წლის ვასილ ჯამალაშვილს, მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ადვოკატი ითხოვდა, რომ ჯამალაშვილს გირაოს სახით 2 000 ლარი დაკისრებოდა, ვინაიდან ოჯახს მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, თუმცა მოსამართლემ მას 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლევან ქარდავას, ზაალ მაისურაძის, ელმანოზ ებანოიძის, ალექსანდრე ბოცვაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და ბექა კვარაცხელიას სააპელაციო საჩივრები.


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

22-11-2012, 21:07
უკან დაბრუნება