მთავარი გვერდი > რამდენი ხმა დააკლდა ზაზა ფაჩულიას ALL-STAR- ში სათამაშოდ?

რამდენი ხმა დააკლდა ზაზა ფაჩულიას ALL-STAR- ში სათამაშოდ?


22-01-2016 / 11:05

რამდენი ხმა დააკლდა ზაზა ფაჩულიას ALL-STAR- ში სათამაშოდ?

"ოლ სტარში" სათამაშოდ ზაზა ფაჩულიას 14 228 ხმა დააკლდა.

 

NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. ქართველი კალათბურთელი 768,112 ხმით, მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

რაც შეეხება პირველ სამეულში მოხვედრილთა სიას, ესენი არიან: კობი ბრაიანტი - 1,891,614; კევინ დურანტი - 980,787; კავაი ლეონარდი - 782,339.

 

ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.


უკან დაბრუნება