ივერიონი / ალექსი ბლიაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მანდატურებს დღესაც სრულად აკონტროლებს და პროპაგანდისტულ მანქანად იყენებს!

ალექსი ბლიაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მანდატურებს დღესაც სრულად აკონტროლებს და პროპაგანდისტულ მანქანად იყენებს!

ალექსი ბლიაძე ერთადერთი მანდატურია, რომელიც სისტემას, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ღიად დაუპირისიპირდა და პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმღვანელს,დავით ფერაძეს ბრძოლაში შეუერთდა. ფერაძე კი  ასევე ერთადერთი პქედაგოგია, ვინც მინისტრ სანიკიძის პოლიტიკას აკრიტიკებს. 

 

-ბატონო ალექსი, რატომ გადაწყვიტეთ სამინისტროსთან დაპირისპირება?  

 

-ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო.  ჯერ ერთი, ეს ჩემი ღირსების საქმეა, მეორეც ახლა არ გადამიწყვეტია . ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როცა, ჯერ კიდევ „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს დანაშაულებრივ საქმიანობაში არ ავყევი მანდატურის სამსახურს. დიახ,  მაშინაც გავასაჯაროვე ტელევიზიების საშუალებით სამინისტროში იმჟამად მიმდინარე პროცესები.

 

-რატომ გადაწყვიტეთ დავით ფერაძესთან შეერთება?  

 

-ცნობილია, რომ  სამინისტროს ცეცხლივით ეშინია ფერაძის  გვარის ხსენებისაც კი. მეორეს მხრივ, მე არ მეშინია დამნაშავე ბიუროკრატიასთან ბრძოლის. ძალთა გაერთიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს -  ჩვენი ერთობით ბოლოს მოვუღებთ ბიუროკრატიის პარპაშს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, პედაგოგებს, სასკოლო საზოგადოებას, ბოლოს და ბოლოს ღირსეულები იბრძვიან. შემოგვიერთდნენ, შემოუერთდნენ ერთიან ფრონტს.

 

-როგორ ფიქრობთ, აგყვებიან სხვა მანდატურები?

 

-სამინისტროს დარღვევების შესახებ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი. მე მგონია, რომ არსებითი მნიშვნელობა ამ მომენტისთვის არ აქვს იმას, ამ კუთხით თუ ამყვებიან. ისე კი, დარწმუნებული ვარ,  მათი მხრიდან, ჩემს მხარდაჭერაში. უბრალოდ, კარგი იქნება, რომ შიში ყველამ დაძლიოს...

 

-აცხადებდით, რომ თავის  დროზე  „ნაცინალურმა“ მთავრობამ  გაგიშვათ სამსახურიდან, რა იყო ამის რეალური და რა - ოფიციალური მიზეზი?!

 

 

-სამართლებლივად ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. იმჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელს დასაქმებულის გაშვება უმიზეზოდაც შეეძლო, თუმცა, მე სამსახურიდან გათავისუფლების გამო კანონით დადგენილი სამთვიანი ხელფასის ოდენობის კომპენსაცია სამსახურმა გადამიხადა. მოკლედ, კანონით ყველაფერი წესრიგში იყო. რეალურად კი ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან მე არ ავყევი და გავაპროტესტე მანდატურების გამოყენება საარჩევნო სამთავრობო რესურსად. „ნაციონალები“ მანდატურებს თავის სასარგებლოდ რთავდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამას დავუპირისპირდი და ამიტომაც გამათავისუფლეს. ამას  დაუმატეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერობაც. 

 

-ამბობენ, რომ მანდატურთა დიდი ნაწილი ისევ  „ნაციონალურ მოძრაობას“ მისტირის...

 

-აბსოლუტური სიმართლეა. ყველა ის მანდატური, რომელიც 2012 წლამდე იყო დანიშნული და მონაწილეობდა ჩემს მიერ აღნიშნულ უკანონო პროცესებში, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დანაშაულებრივად არიან დაკავშირებული. შესაძლოა, ეს არც  უნდათ, მაგრამ ასეა.  ამიტომ,  საჭიროა გამოძიების დაწყება , რადგან ამ დრომდე სამინისტროს უმოქმედობის გამო მანდატურების ამ ნაწილს სერიოზული პოლიტიკური მადა აქვთ გაღვიძებული. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას , რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად აკონტროლებს სამსახურს და დიდ პროპაგანდისტულ მანქანად ჰყავთ გადაქცეული.

 

-თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სამსახურის ხელმძღვანელობა თავად უწევდა კოორდინირებას არჩევნებში „ნაცმოძრაობის“  სასარგებლო აქტივობებს, ანუ, ხელმძღვანელები  ნაციონალები არიან? 

 

-ხსენებულ პროცესებს უწევდნენ ორგანიზებას და რა მნიშვნელობა აქვთ ზოგიერთ მათგანს ედებათ თუ არა ჯიბეში „ნაცმოძრაობის“ პარტბილეთი ?

 

-ადრე იმასაც ამბობდით,  რომ თამარ სანიკიძეც „ნაცმოძრაობის“  გადმონაშთია, ამას ვარაუდობდა ხოლმე ფერაძეც, რამდენად რეალურია ეს და რას ეყრდნობით, როდესაც ამას აცხადებთ? 

 

-ზემოაღნიშნული სისტემური დანაშაულებრივი პროცესი რომელიც დაიწყო შაშკინმა, გააგრძელა დეკანოიძემ და პირწმინდად ჩაფარცხა სანიკიძემ, საზოგადოებამ განსაჯოს ნიშნავს ეს თუ არ ნიშნავს დანაშაულებრივ ალიანსს?!

 

-ფერაძისადმი თქვენი გვერდში დგომით რამდენად გაიზრდება ბრძოლის შედეგი.

 

-არავისთვის არაა საიდუმლო, რომ  ზოგადად, მასწავლებელთა  კორპუსი ვერ ბედავს ფერაძისადმი მხარდაჭერას, თუმცა, მას ძალიან ბევრი მომხრე ყავს.  ჩემმა ქმედებამ მათ სტიმული უნდა მისცეს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ორი კაცი, ორი შეუპოვარი და უკომპრომისო ადამიანი, უკვე სერიოზული ძალაა. ამის, გარდა, როგორც გითხარით, ჩემი საჩივარი პროკურატურაშია. თუ პროკურატურა მოექცევა რაიმე ტიპის პოლიტიკურ გავლენაში და საქმეზე არ დადებს გამოძიების ობიექტურ შედეგებს, მოიმატებს უსამართლობის განცდა ამ და სხვა უამრავი საქმის გამო საზოგადოება ყოველგვარი სახელისა და გვარის გარეშეც პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს არსებულ ხელისუფლებას!

 

-პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა სანიკიძის გადასყენებლად, ეთანხმებით თუ არა ამ მოთხოვნას და რას აპირებთ ერთი კვირის შემდეგ?

 

-თავისთავად ვეთანხმები. ეს განცხადება ერთობლივად შევიმუშავეთ. უკვე ერთობლივად ვმოქმედებთ. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები ოფიციოზის, ხელისუფლების კონტროლქვეშ არიან და ამ ყველაფერს სათანადო რეზონანსს არ აძლევენ. ჩვენ მეტი საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება. 

 

რაც შეეხება პრემიერისადმი მიცემული ვადის ამოწურვას,  ჩვენ ამ ადამიანს დიდი ნდობით ვუყრებთ. მასთან შეხვედრასაც ვითხოვთ. განათლება თუ არ გადარჩა, სხვანაირად, როგორ ეშველება ქვეყანას. იმედი გვაქვს, სანიკიძის გადაყენებაზე ფიქრობს პრემიერი, მაგრამ ვადის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმაზე, თუ როდიდან და რა ფორმით დავიწყოთ პროტესტი!!!

 

22-01-2016, 12:50
უკან დაბრუნება