ივერიონი / სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა,  რომლის მიხედვით, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი დაკვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.  პრეზენტაცია 26 იანვარს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში"  (სიონის ქ. #8) გაიმართება და მას ვიცე-პრემიერი,  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

პროგრამის  „გადაიღე საქართველოში" მიზანია, საქართველო  აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტიმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით. პროგრამის ფარგლებში ინერგება ე.წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში  დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge

26-01-2016, 10:52
უკან დაბრუნება