ივერიონი / დიმიტრი ქუმსიშვილი: არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობა არის დღეს არსებული კურსი!

დიმიტრი ქუმსიშვილი: არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობა არის დღეს არსებული კურსი!

ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის დანაშაულზე საუბარს არ იზიარებს. მინისტრის თქმით, ლარის დევალვაციაში დამნაშავე არც ერთი კონკრეტული უწყება არ არის.ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

 

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობა არის დღეს არსებული კურსი. არსებობს მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც, ღია ეკონომიკის პირობებში ვალუტის კურსზე ზეგავლენას ვერ მოახდენ,“ - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად დგამს.

27-01-2016, 12:48
უკან დაბრუნება