ივერიონი / გარდაბანში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გარდაბანში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისაში გარდაბანში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სადაც აღინიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

 

„საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს," განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისივე განმარტებით, №30-ე და №54-ე უბნებზე კენჭისყრის წინა პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ორივე უბანზე უკვე პირველი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი ყველანაირი შეფერხებების გარეშე წარიმართა. ანა მიქელაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.

 

28-01-2016, 11:55
უკან დაბრუნება