ივერიონი / რომან გოცირიძის განმარტებით საქართველოში ილუზიებში ყოფნა ტრადიციული მოვლენაა

რომან გოცირიძის განმარტებით საქართველოში ილუზიებში ყოფნა ტრადიციული მოვლენაა

"ესტონური საგადასახადო სისტემა რომ დაინერგოს, დიდი ოქტომბრის კაპიტალისტური რევოლუცია მოხდება", - ამბობს ეკონომიკური ცენტრის განვითარების თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელის საქართველოში შესაძლო დანერგვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოში ილუზიებში ყოფნა ტრადიციული მოვლენაა.

 

”სინამდვილეში, საქართველოში ესტონური საგადასახადო სისტემა რომ დაინერგოს და არა მისგან ამოგლეჯილი მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, სრული სერიოზულობით ვამბობ: საქართველოში მოხდება რევოლუცია. დიდი ოქტომბრის კაპიტალისტური რევოლუცია. ვერავინ გააწრებს ამ მთავრობიდან ხალხის რისხვას. აეროპორტის ტრასაზევე დაატუსაღებენ თუ მეტი არა. ესტონეთში მთლიანი საგადასახადო ტვირთი არის ძალიან მძიმე. შრომის ანაზღაურების დაბეგვრა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. აქციზები ასევე ძალიან მაღალია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი. მთლიანად საგადასახადო ტვირთი ნაკლებია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.  

 

ცალკე ერთი, მოგების გადასახადის ნიმუშად მოყვანა და მასზე მიბაძვა სხვა მხარის გათვალისწინების გარეშე, არასწორია.მაგალითად, საქართველოში ხელფასი იბეგრება 20 პროცენტით, ესტონეთში კი 55,5 პროცენტით. კერძოდ: საშემოსავლო 22 პროცენტი, სოციალური 33 პროცენტი, უმუშევრობის 0,5 პროცენტი. არსფერს ვამბობ ბიუჯეტზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა ქვეყანა ევროზონაში შესასვლელად და უმკაცრესად იცავდა ამისთვის დაწესებულ კრიტერიმებს. თავისთავად იდეა არ არის ცუდი. გააჩნია როდის და რასთან ერთად”, - განმარტავს რომან გოცირიძე.

 

28-01-2016, 12:37
უკან დაბრუნება