ივერიონი / თინა ხიდაშელი: სპეცუბნები გაუქმდება!

თინა ხიდაშელი: სპეცუბნები გაუქმდება!

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეცუბნები გაუქმდება, თუმცა, ერთადერთი გამონაკლისი იქნება ავღანეთი.

 

თინათინ ხიდაშელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი გავიდა.

 

,,როგორც შევპირდი მოსახლეობას, გაუქმდება სპეცუბნები. ეს წერია უკვე კანონპროექტში და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას ასე უცვლელად მიიღებს“, - განაცხადა მინისტრმა.

29-01-2016, 10:58
უკან დაბრუნება