ივერიონი / გიორგი ტატიშვილი: ვიყო უფლებადამცველი - ამაში მათლმადიდებლობა ხელს არ მიშლის!

გიორგი ტატიშვილი: ვიყო უფლებადამცველი - ამაში მათლმადიდებლობა ხელს არ მიშლის!

„პრაიმტაიმის“  პრესკლუბში “ლგბტ” პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა, გიორგი ტატიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა.

 

საუბარი შეეხო იმ საკონსტიტუციო სარჩელის,რომელიც მან მიმდინარე წლის  26 იანვარს შეიტანა, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთოვნით.

 

“როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის  26 იანვარს მივმართე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვე  ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მიზნით საქართველოს სამოქალაქო კოდერქსის 1106 მუხლის  შესაბამისობის დადგენა  კონსტიტუციის 36 მუხლთან, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვითხოვთ ერთსქესიანთა ქორწინებას  მაგრამ შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე ეს არის  მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი” –  განაცხადა  ტატიშვილმა.

 

ის ასევე, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, მისი განნცადებით,როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თემაზე ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, მის მიმართ არაერთი მუქარა განხორციელდა.

 

“სარჩელის შეტანის შემდგომ ჩემს მიმართ  განხორციელდა არაერთი ზარი და მუქარა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, კერძოდ პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც პირდაპირი სახის ზეწოლაა ჩემი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობაზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე და როგორც  მოსარჩელეზე” – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

 

გიორგი ტატიშვილმა, ასევე  რელიგიასთან მის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

 

” მე ვარ მართლმადიდებელი და ეს არ მიშლის ხელ ვიყო უფლებადამცველი,და განვახორციელო უმცირესობების უფლებების დაცვითი საქმიანობა, რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, რა უქმა უნდა უნდა იყოს მწვავე და ნეგატიურად დამოკიდებული, მაგრამ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია, რომელსაც მე ვერ გავიზიარებ, იქიდან გამომდინარე რომ,ეს არის  ერთი მხრიდან შეხედული პოზიცია და მე კი საკითხს უყურებ სხვადასხა მიმართულებებით და სხვადასხა ასპექტებში და აქიდან გამომდინარე ეს არის ის რასაც მე ვფიქრობ”  –  განაცხადა ტატიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ  “ლგბტ” პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა, მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანმა და მოითხოვა  ერთსქესიანთა  ქორწინების ლეგალიზების მიზნით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  106 მუხლის შესაბამისობის დადგენა  კონსტიტუციის  36 მუხლით,  რასაც საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა გარკვეული სახის აჟიოტაჟი.

 

29-01-2016, 16:07
უკან დაბრუნება