ივერიონი / ვინ დაქოქა „მაცაცო“ და დაკანონდება თუ არა სოდომ-გომორის ცოდვა საქართველოში?!

ვინ დაქოქა „მაცაცო“ და დაკანონდება თუ არა სოდომ-გომორის ცოდვა საქართველოში?!

საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისთანავე ვწერდი, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში ერთსქესიანთა ქორწინების, ხოლო შემდგომ კი, ერთსქესიანთა მიერ შვილის აყვანის უფლების დაკანონების მოთხოვნა მოყვებოდა.

 

სამწუხაროდ, ჩემი ვერსია გამართლდა - 26 იანვარს გიორგი ტატიშვილმა (იგივე „მაცაცომ“, იგივე გიორგი ჩხარტიშვილმა) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამოქალაქო კოდექსის 1129 მუხლის (რომელიც ოჯახის დეფინიციას განსაზღვრავს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას) შეჩერების თაობაზე.

 

 

როგორც გიორგი ტატიშვილი განმარტავს, სარჩელის მიზანია ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რაც მოსახერხებელი იქნება სამოქალაქო კოდექსის ზემოთხსენებული მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანით.

 

29 იანვარს „პრაიმ-ტაიმში“ გამართულ ბრიფინგზე მოსარჩელე ირწმუნებოდა _ „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვითხოვთ ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, ეს  მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“.

 

ტატიშვილის ლოგიკით, აღნიშნული სარჩელით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება სპეკულაციებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით, რადგან, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სარჩელს და არაკონსტიტუციურად არ ცნობს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლს, რომელიც ოჯახს ქალისა და მამაკაცის ერთობად აღიარებს, ამიერიდან, არცერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას და არც კერძო პირს არ ექნება უფლება იგივე სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

კონსტიტუციურად რკინისებური ლოგიკაა, მაგრამ...

 

 

ვენდოთ თუ არა მიშარასტებით გატენილ საკონსტიტუციო სასამართლოს?

 

ამ თემაზე მუშაობის პროცესში რამდენიმე კვალიფიციურ კონსტიტუციონალისტს ვესაუბრე. მაინტერესებდა, რა საშიშროება ემუქრება ქვეყანას, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ტატიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, ან რამდენად ლოგიკური იყო თავად მოსარჩელის განცხადება, რომ ამ ინიციატივით „წერტილი დაესმება სპეკულაციებს“ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით.

 

ტატიშვილი სწორია _ ორივე შემთხვევაში ლგბტ-ს თემა კონსტიტუციურად ამოწურული იქნება, რადგან, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამ თემით „სპეკულაცია“ მართლა შეწყდება. თუმცა არსებობს მეორე საშიშროება.

 

რამდენადაც ვიცით, მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლო მიშარასტებითაა გატენილი და დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაბედონ და ერის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი, თითქმის სრული შემადგენლობით _ დაწყებული ქალბატონი კოპალეიშვილით და დამთავრებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარით, გიორგი პაპუაშვილით დღესაც სააკაშვილის ნების უსიტყვო შემსრულებლებად ითვლებიან. მათ ძველი „პატრონისადმი“ უსიტყვო ერთგულება „რუსთავი - 2“-თან და გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებებითაც დაადასტურეს!

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციურად დაკანონება საკმაოდ სარისკო საკითხია, არ გამოვრიცხავ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (მერაბ ტურავა იქ ამინდს ვერ შექმნის, რაც არ უნდა მოინდომოს) სარჩელს მხარი დაუჭირონ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლი ანტიკონსტიტუციურად სცნონ.

 

ბუნებრივია, ეს არ სჭირდება საქართველოს, მაგრამ სჭირდება სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომელთაც სხვა არაფერი დარჩენიათ „დეტონატორის“ დასაქოქად და ასაფეთქებლად.

 

დიახ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ყველაზე გარანტირებული მიზეზი იქნება საზოგადოების ყალყზე დასაყენებლად და საქართველოში მასობრივი არეულობის მოსაწყობად.

 

მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, ვეჭვობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ავანტიურაზე წავა!

 

დღევანდელი ხელისუფლების ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს ვინ დათვლის, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა სწორედ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების და ზოგადად სასამართლო სისტემის (არაფერს ვამბობ ძალოვან სტრუქტურებზე) „ნაციონალური“ კადრების ხელში დატოვება იყო.

 

გახსოვთ, ალბათ, როგორი მონდომებით წერდნენ შევარდნაძის დროინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებებს თანამდებობიდან საკუთარი ნებით განთავისუფლების შესახებ. ყველამ იცოდა, რომ ეს პირდაპირი მუქარის ქვეშ ხდებოდა, მაგრამ მაშინ არავის გაუპროტესტებია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა დამოკრატიის ჩარჩოებში ვერ ჩაჯდებოდა, „ქართული ოცნებაც“ ასე უნდა მოქცეულიყო - მითუმეტეს, საქმე გვქონდა სააკაშვილის სასამართლოსთან, რომელიც პოროკურატურის დაკვეთების უსიტყვო შემსრულებლად იყო გადაქცეული და მხოლოდ სტატისტის ფუნქციით შემოიფარგლებოდა.

 

„ოცნებამ“ ეს არ გააკეთა - სასამართლო სისტემა არ გაწმინდა „ნაციონალური ბაცილებისგან“ და სახელმწიფოს ინტერესები დემოკრატობანას თამაშს გადააყოლა!

 

 

„ცეცხლი“ გახსნილია“

 

გიორგი ტატიშვილმა (იგივე ჩხარიტიშვილმა, იგივე მაცაცომ) საქართველოს „ცეცხლი“ უკვე გაუხსნა. რაც არ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ახლადგაქრისტიანებულს (იგი ახლახან _ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე მოინათლა) სურვილი ავს ერთხელ და სამუდამოდ „შეწყდეს სპეკულაცია“ ლგბტ-ს თემაზე საქართველოში და მან ეს ნაბიჯი სწორედ მართლმადიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა, მოვლენათა განვითარების ლოგიკა საპირისპიროს ამტკიცებს - რა გარანტია აქვს ლგბტ-ს უფლებადამცველ ადვოკატს (როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს), რომ საკონსტიტუციო სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს და ქვეყანას მკაცრი განსაცდელის წინაშე არ დააყენებს?! რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია არა აქვს და ეს თვითონაც მშვენივრად იცის!

 

პირდაპირ ვიტყვი: მაცაცო მხოლოდ პაიკია (შემსრულებელია) მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრების ხელში და მის უკან სერიოზული (საშიში) ძალები დგანან. ეს ის ძალებია, რომლებიც უხვად ფინანსდებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და რომლებსაც, თავის მხრივ, უცხოეთის სპეცსამსახურები უმაგრებენ ზურგს.

 

საქართველო ასეთი ორგანიზაციების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მხედველობაშია ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აშკარად გვევლინებიან ლგბტ-ს უფლებების დამცველებად („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“).

 

სხვათაშორის, ლგბტ-ს ფარულ მხარდამჭერად მოიაზრებიან ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებსაც დასავლური ღირსებულებების (დასავლური ორიენტაციის მატარებელი) მანტია აქვთ მოსხმული (კოლმეურნეობის თავმჯდომარისა  არ იყოს, პარტიების „სახელს და გვარს“ არ დავასახელებ), სინამდვილეში კი... ქართული ტრადიციების და ზოგადად, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები არიან!

 

არ ვამტკიცებ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც ფულმა ჯოჯოხეთი გაანათა და ქართველი ერი, ქართული სახელმწიფო მძიმე განსაცდელის წინაშე დააყენა...

 

 

            რა შუაშია ეკლესია?!

 

მომკალით და არ მჯერა გიორგი ტატიშვილის, რომელსაც საკმაოდ მძიმე ცოდვების მონანიება და ერთი ხელით ეკლესიაში სანთლის დანთება შეუძლია, ხოლო მეორე ხელით სარჩელს მიარბენინებს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით!

 

ტატიშვილის საქციელით აღშფოთებული საზოგადოება (ეს პირად საუბრებში და სოციალურ ქსელშ ნამდვილად იგრძნობა) ხელს საპატრიარქოსკენ იშვერს, რომელმაც ირწმუნა ყოფილი ტრანსგენდერის სულიერი მეტამორფოზა და მისი ეკლესიის წიაღში შემოყვანა გადაწყვიტა. ამის დასტური იყო 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე ნათლობის რიტუალის ჩატარება და მისი გაქრისტიანება. ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით ჩატარდა - ნათლიებიც საგანგებოდ შეირჩა...

 

რა თქმა უნდა, ეკლესია სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. ამ არგუმენტის გასამყარებლად თუნდაც მარიამ მაგდალინელის მაგალითიც კმარა, რომელიც მძიმე ცოდვებისგან განწმენდილი უდიდეს სულიერ სიმაღლემდე ავიდა და ასევე გამორჩეულ წმინდანად მოევლინა მართლმადიდებელ სამყაროს.

 

დიახ, ეკლესია თავისი ბუნებით ჰუმანურია და იგი მოწოდებულია გზას აცდენილი და მძიმე ცოდვაში ჩავარდნილი წუმპედან ამოიყვანოს! აქედან გამომდინარე, ის უარს ვერ ეტყოდა გიორგი ტატიშვილსაც, რომელმაც ცოდვები თითქოს მოინანია და მზადყოფნა გამოთქვა დაეწყო „ახალი ცხოვრება“. ერთი სიტყვით, საპატრიარქო მას ენდო, სხვა საქმეა როგორ გამოიყენა (ან მომავალში გამოიყენებს) გიორგი ტატიშვილმა ეს ნდობა.

 

არ ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ საპატრიარქოს დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინა საპროტესტო განცხადება და მრევლისთვის აეხსნა, თუ რა მძიმე სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემთხვევაში.

 

სოდომ-გომორის ცოდვასთან დაკავშირებით, ქართული ეკლესიის, ზოგადად, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ყველასთვის ცნობილია. რა განცხადება შეიძლება გააკეთოს მან ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით? რაც არ უნდა მოხდეს, ეკლესია საკუთარ სამწყსოს ძალადობისკენ ვერ მოუწოდებს - ის ვერ გვეტყვის, მიუვარდით საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალით და მუქარით ააღებინეთ ხელი ბინძურ განზრახვაზეო.

 

ეკლესიის მისია ამ შემთხვევაში მხრუვალე ლოცვით და შეგონებებით შემოიფარგლება. სხვა საქმეა, რა უნდა გააკეთოს მრევლმა, იგივე ქართულმა საზოგადოებამ, რომ ანტიქრისტეს მოციქულებს ამ ბოროტ განზრახვაზე ხელი ააღებინოს.

 

თუ ეს მოხდა, ანუ ტატიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, ქართული სახელმწიფოს არსებობა საერთოდ ეჭვის ქვეშ დადგება!

 

 

სწორება პარლამენტისკენ, ანუ საჩქაროდ დააბრუნეთ ირაკლი ღარიბაშვილი

 

სრულად ვიზიარებ ცნობილი იურისტის, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ყოფილი წევრის მოსაზრებას, რომ ეს არის დივერსია საქართველოს წინააღმდეგ. მეტიც, ეს არის ეკლესიის და საზოგადოების მკაცრი გამოწვევა, რომელიც შეიძლება ერისთვის ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს!

 

არსებობს თუ არა გამოსავალი და როგორ შეიძლება დააღწიოს თავი ქვეყანამ სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას?

 

ზევით ვთქვი, რომ „გამიშარასტებული“ საკონსტიტუციო სასამართლოს პირობებში არ არსებობს მცირედი გარანტია იმისა, რომ სააკაშვილი და მის უკან მდგარი ბნელი ძალები შურს არ იძიებენ ქართველ ერზე და ამ ჯოჯოხეთის დაკანონებას არ შეეცდებიან.

 

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აბობოქრებული ბრბო შევარდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და კუდიგორის გზას გაუყენოს ის მოსამართლეები, რომელთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონება.

 

მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილმა დაჩქარებული წესით მოახერხა „რუსთავი - 2“-ის და გიგი უგულავას სარჩელების განხილვა, არა მგონია, საზოგადოებისგან მოსალოდნელი რისხვა არ გაითვალისწინოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოიქცეს (თუმცა, არაფერია გამორიცხული). პირიქით, შეიძლება საზოგადოების რეაქციას დაელოდოს და პროცესები დროში გაწელოს!

 

რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არსებობს და ყველა გზა პარლამენტისკენ მიდის - პარლამენტმა საჩქაროდ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და კონსტიტუციის მე-2 თავში შეიტანოს შემდეგი ხასიათის ცვლილება: „ქორწინება _ ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი გაერთიანება“. ამის შემდეგ, თუ მაცაცოს ტერმინოლოგიით ვიტყვით, მართლაც წერტილი დაესმება ყოველგვარ სპეკულაციებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე.

 

რამდენადაც მახსოვს, გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე, კონსტიტუციაში ანალოგიური ფორმულირების შეტანის ინიციატივით ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვაჟკაცობად ჩათვალა ღარიბაშვილის ეს ინიციატივა, სულწაწყმედილმა და გროშებზე გაყიდულმა არსასმთავრობოებმა იგი ე.წ. დასავლური ლიბერალური ღირებულებების დაუძინებელ მტრად გამოაცხადეს. ინიციატივა ექსპრემიერს კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებმაც არ მოუწონეს და პირდაპირ განცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ-ს უფლებების დაცვას, მათ შორის, ერთსქესიანთა ქორწინებას და შვილის აყვანის დაკანონებასაც კი.

 

ღარიბაშვილი ისე წავიდა თანამდებობიდან, საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შეტანა ვერ მოასწრო (არ გამოვრიცხავ, მისი მყისიერი გადადგომის მიზეზი ეს ინიციატივაც ყოფილიყო).

 

მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი კანონპროექტი მომზადებული აქვს რამდენიმე პარლამენტარსაც „ქართული ოცნებიდან“. მათ შორის ერთ-ერთი სოსო ჯაჭვლიანია, რომელიც გულწრფელად განიცდის საკუთარ მონაწილეობას ანტიდისკრიმინაციული კანონის კენჭისყრაში და ცდილობს თავისი შეცდომა ამ ინიციატივით გამოსწოროს.

 

ასეა თუ ისე, ქართველი ერი ერთსულ და ერთხორც უნდა დაირაზმოს, პარლამენტს მიაშუროს და მოსთხოვოს თავის „რჩეულებს“ დაჩქარებული წესით კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანა. ოღონდ, ხალხის რეაქცია უნდა იყოს მიზანმიმართული და ორგანიზებული, რომ ქართველ კანონმდებლებს უკან დასახევი გზა არ დარჩეთ (აქ პოზიციის დაფიქსირებაზეა საუბარი და არა ძალადობისკენ მოწოდებაზე!)!

 

ეს საჩქაროა იმდენად, რამდენადაც, რამდენიმე თვე დარჩა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად სჭირდებათ ხალხის მხარდაჭერა. მეორეც, მოხდება მათი სრული ლუსტრირება, რაც აიძულებთ ანგარიში გაუწიონ მოსახლეობის კატეგორიულ მოთხოვნას!

 

დროა სოციალური ქსელებიდან პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლოთ და დავითვალოთ, რამდენი ვართ, ვინც არ უჭერს მხარს სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას საქართველოში!!!

 

ქვეყანა ასეთი განსაცდელის წინაშე ჯერ არ დამდგარა. მოვეშვათ ზღაპრებს, რომ საქართველო წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის ამას არ დაუშვებს - პირიქით, ჩვენი უმოქმედობით უფრო გავაღიზიანებთ დედა ღვთისმშობელს და ღვთის რისხვაც არ დაახანებს!..

 

როგორც იტყვიან: „ქუდზე კაცი“ და „მანდილზე ქალი“ ქუჩაში უნდა გამოვიდეს და საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. თუ ეს ასე არ მოხდა, გამოდის, რომ ქართველი ერი გადარჩენის ღირსი არ ყოფილა!

 

ბოლოთქმა: აქსიომაა, რომ ქართველი ერი მკაცრი სულიერი გამოცდის წინაშე დადგა. საზოგადოებაში დავანებული სრული ინდიფერენტიზმი და ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ სოდომ-გომორის ცოდვას დააკანონებენ (თუნდაც იძულებით), თუ ერმა არ გამოიღვიძა და ანტიქრისტეს მოციქულებს შინაგანი მზაობა (რწმენისთვის და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის თავგანწირვა) არ დაანახა.

 

ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ინტელიგენციის ე.წ. ცნობადი სახეები შესაძლებლად მიიჩნევენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და მათი მხრიდან შვილების აყვანასაც კი და ამას დამოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის მანტიაში ფუთავენ.

 

რაც შეეხება საზოგადოების მნიშნელოვან ნაწილს, სოციალურ ქსელებში არიან შემძვრალნი და იქიდან იმუქრებიან. დრო კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს!

 

საბოლოოდ გაბატონდება თუ არა სექსუალური უმცირესობა დანარჩენ უმრავლესობაზე და საკუთარი ფეხით მივექანებით თუ არა უფსკრულისკენ, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

 

რაც შეეხება მაცაცოს, აღნიშნული სარჩელის პროვოცირება ლგბტ-ს ნებისმიერ მხარდამჭერს შეეძლო - არ იქნებოდა მაცაცო, იქნებოდა სხვაცაცო. აქედან გამომდინარე, საზოგადოების რისხვა არა მაცაცოსკენ უნდა იყოს მიმართული, არამედ, საკონსტიტუციო სასამართლოსკენ და პარლამენტისკენ, რადგან პირველმა, ღმერთი არ გაუწყრეს და სარჩელი არ დააკმაყოფილოს, ხოლო მეორემ დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ლგბტ-ს თემით ვაჭრობას საქართველოში!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

1-02-2016, 12:08
უკან დაბრუნება