ივერიონი / მოსამართლეებისთვის, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს, გამოსაცდელი ვადა გაუქმდება

მოსამართლეებისთვის, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს, გამოსაცდელი ვადა გაუქმდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მზად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში, უარი თქვას მისივე ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე, რომელიც მოსამართლეებისთვის, მათი დანიშვნის შემდეგ, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს. 

 

„დიახ, მე ვიხევ უკან, რადგან თქვენ ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი ერთ აზრზე ხართ,“ - მიმართა დღეს სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილ მოსამართლეებს, თეა წულუკიანმა.

 

"ვენეციის კომისიას, თქვენ, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა გაუქმდება. თუმცა, საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა. ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის და მისივე თქმით, ასევე ინდივიდუალური მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. აქ უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ იქნება", - განმარტა მინისტრმა.

 

2-02-2016, 11:40
უკან დაბრუნება