ივერიონი / დემურ გიორხელიძე: “ვინ უნდა გამოსცადოს პროფესორი?“

დემურ გიორხელიძე: “ვინ უნდა გამოსცადოს პროფესორი?“

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე “ივერიონს“ პროფესორ-მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ ესაუბრა

 

გითხრათ სიმართლე, ინფორმაცია იმდენად მწირი და ზოგადია, კომენტარის გაკეთება ძნელია...

 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს ეს- ვინ უნდა "გამოსცადოს" მეცნიერი, რომელიც მუშაობს თავის სამეცნიერო სფეროში, აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები და ა.შ. ვინ რა კითხვები უნდა დაუსვას? ატესტაციაში  ცუდს არაფერს ვხედავ, თუ კრიტერიუმები გონივრული იქნება და არა სულელური წერითი გამოცდები...

 

 ვინმე რომ გამოსცადო, მასზე ცოტა მეტი მაინც უნდა იცოდე... თუ ეს ასე არ იქნება და მექანიკური და ფორმალური პორცედურები დადგინდება, ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.... 

 

ისე, გითხრათ სიმართლე, საქართველოში პროფესორის წოდებაც შერყვნილია და სხვა სამეცნიერო წოდებებისაც.... 

 

არსებული სისტემა იმდენად დეფექტურია, რომ ამ სისტემით "მიღებულ“  პროფესორებსა  და მეცნიერებს" [?] ტესტირება და გაცხრილვა ნამდვილად სჭირდება, რომ უაზრობებს არ ასწავლიდნენ ახალგაზრდებს და, განათლების ნაცვლად, ფსევდო-განათლებას არ აძლევდნენ, მაგრამ ყველაფერი კრიტერიუმებსა და პროცედურებშია ჩამარხული. 

 

როგორ? 

 

ვნახოთ, რას მოიფიქრებს განათლების სამინისტრო და მერე შეიძლება ამ თემაზე დეტალურად საუბარი.

 

                                                მოამზადა ია ჯღარკავამ

 

8-02-2016, 10:02
უკან დაბრუნება