ივერიონი / იურისტებო, არასამთავრობოებო, უბრალოდ, ადამიანებო, რეალურად დავიცვათ ნიჭიერი, შშმ მხატვარი!

იურისტებო, არასამთავრობოებო, უბრალოდ, ადამიანებო, რეალურად დავიცვათ ნიჭიერი, შშმ მხატვარი!

     ცოტა ხნის წინ "ა/ო "მომავალი იწყება დღეს" ხელმძღვანელმა მარინა მამულიამ განცხადება გაავრცელა:

-" ყურადღება!!!!!!

პრაღის გამოფენისთვის ორგანიზატორებმა 2015 წლის ოქტომბერში წაიღეს ჩვენი უსინათლო მხატვარის, გიორგი ქობელაშვილის 6 ნამუშევარი. 2016 წლის 25 იანვარს, გიორგისა და მისი ოჯახის დიდი ნერვიულობისა და მცდელობის შედეგად დაბრუნდა 5 . ყველაზე საინტერესო და გიორგისათვის ღირებული ნახატი "ბალერინა" დაიკარგა და არც  არავინ ცდილობს გიორგის და მის ოჯახს აუხსნას რა ბედი ეწია ნახატს. 

გიორგი ქობელაშვილი არის არაჩვეულებრივი მხატვარი, რომელმაც 25 წლის ასაკში, დიაბეტის გამო, დაკარგა მხედველობა. ოჯახის, მეგობარი მხატვრების დახმარებით გიორგიმ აჯობა ავდმყოფობას და მრავალი წლის შემდეგ თავიდან დაიწყო ხატვა. მისი ტექნიკა უნიკალურია, გასაოცარი და ნახატები მნახველთა აღტაცებას იწვევს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა მდგომერეობაშია დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდის, ცალკე საყვარელი ნახატის დაკარგვას, ცალკე ადამიანების უსულგულო დამოკიდებულებას.

მოდით რეალურად დავიცვათ ნიჭიერი, შშმ მხატვარი. იურისტებო, არასამთავრობოებო, უბრალოდ, ადამიანებო–დავეხმაროთ გიორგი ქობელაშვილს!!!!!".

 

     გიორგის ოჯახში ადვოკატი ლაშა სტურუა ეწვია და სრულიად უსასყიდლოდ დახმარება შესთავაზა.

 

    -პარლამენტთან აქციას ვატარებდით, იქ მოვიდა გიორგი დედასთან ერთად და ყველაფერი მიამბო, დახმარებაც ითხოვა. მაშინვე დავპირდით, რომ გავერკვეოდით საქმეში და სახლშიც ვეწვეოდით. ასე გავიცანი ეს მართლაც რომ ნიჭიერი მხატვარი და სახლში მისულს კიდევ უფრო გამიძლიერდა აზრი, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი უდავოდ ნიჭიერია. სხვა მის ადგილას ფარ-ხმალს დაყრიდა, გიორგი კი ჯიუტად შეებრძოლა ყველა გაჭირვებას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

 

      მზად ვართ სრულიად უანგაროდ გავუწიოთ კონსულტირება და იურიდიული დახმარება გიორგის. შეხვედრის დროს გამიკეთეს მინდობილობა, რომელსაც ორშაბათს გადმომცემენ და დავიწყებთ საქმის წარმოებას... პირველ რიგში დავეკონტაქტები მეორე მხარეს თუ კი მოლაპარაკებით არაფერი გამოვიდა, მივმართავთ, როგორც პროკურატურას, ისე სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით. დაგვჭირდება დეტალური ინფორმაცია და თქვენი საშუალებით მივმართავ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ამ თემასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდნენ- 571  77- 04 -07.

 

   რაც მთავარია გიორგი შემართებითაა, მით უმეტეს მას შემდეგ,რაც საქმეში ჩვენი მოძრაობის იურისტები ჩაერთნენ, რაც მთავარია არც სტიმული დაუკარგავს, არც შემოქმედებითი მუზა და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ მზადაა ადამიანებს გული უჩვენოს"-განაცხადა ლაშა სტურუამ.

 

 

 

 


13-02-2016, 14:04
უკან დაბრუნება