ივერიონი / არჩილ ჭყოიძე თოფაძეს: რესპუბლიკური პარტია, რომ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა ესეც ეხლა გაიგე?

არჩილ ჭყოიძე თოფაძეს: რესპუბლიკური პარტია, რომ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა ესეც ეხლა გაიგე?

   მორიგი დაპირისპირება პარლამენტში. ამჯერად ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრები დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

   დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია.

   ამ ფაქტს რამდენიმე ხნის წინ თოფაძის მიერ "არასერიოზულ კაცად" მოხსენიებული არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა და საჯაროდ მიმართა მრეწველების ლიდერს:

   -"ჩემო გოგი, კი მარა, საგარეჯოს არჩევნები რომ გაყალბდა ეხლა გაიგე? რესპუბლიკური პარტია, რომ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა ესეც ეხლა გაიგე? 2012 წელს რატომ არ ამოიღე ხმა, როცა ხიდაშელ-უსუფაშვილები და ბერძენიშვილები შეიყვანა ბიძინამ სიაში. შემთხვევით ბიძოს რომ არ დაეტუქსე, იმის ხომ არ შეგეშინდა. ეტყობა, ოცნებამ უარი გითხრა და ეხლა გინდა მე-5 წრეზე პატრიოტთა ალიანსთან ერთად შეხვიდე პარლამენტში? ამოვიდა ეს მასკარადი ყელში. 20 წელია თქვენი ბიზნესის და კეთილდღეობის მეტი არაფერი არ გაინტერესებთ. გამოვფხიზლდეთ ხალხო, ესენი ყველა ერთია ზლოი და დობრის გვეთამაშებიან. კიდევ 4-წელი რომ შემოგვაჯდნენ თავზე. რა გაგვიკეთეს 20 წლის მანძილზე ამ ხალხმა ცუდის მეტი.

   დავფიქრდეთ, დრო აღარ გვაქვს, შემოგვეფცქვნა თვალსა და ხელშუა ქვეყანა".

 

18-02-2016, 00:38
უკან დაბრუნება