ივერიონი / რიჩარდ ნიჟარაძე: რელიგიაზე მეტი შემწყნარებლობა გარყვნილებაა და ფსიქიკური ტერორია ადამიანის მუტაციისთვის!

რიჩარდ ნიჟარაძე: რელიგიაზე მეტი შემწყნარებლობა გარყვნილებაა და ფსიქიკური ტერორია ადამიანის მუტაციისთვის!

არავითარი აუცილებლობა არ არის, რომ მაინდამაინც გაკვეთილი იწყებოდეს ლოცვითი შესავლით, მაგრამ ქართულ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს საგანი - ქრისტიანული რელიგიის დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე,ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია და არავითარი ლიბერალიზმის ტრენინგები.

 

შემწყნარებლობა ქართველებს გვაქვს რელიგიაში და ხასიათში -რელიგიაზე მეტი შემწყნარებლობა გარყვნილებაა და ფსიქიკური ტერორია ადამიანის მუტაციისთვის განსაზღვრული ,ასევე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. 

 

ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს სალოცავი კუთხე, სადაც მოსწავლეს და მასწავლებელს ექნებათ საშუალება, თუ მოისურვებენ იქ ილოცონ ,არავინ არ უშლის არავის ლოცვას და არც ლოცვის დაძალება არ ითვლება ქრისტიანობად!

 

ანალოგიური შეიძლება გააკეთონ სხვა რელიგიის ადამიანებმა, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ და მოისმინონ ის ლექცია, თუ რა გზა განვლო ქართველმა ერმა სარწმუნოების დასაცავად და თავად სარწმუნოებამ თუ რა შეუნარჩუნა ქართველებს.

 

ამის შემდეგ კი განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებმა შეუძლიათ თავისუფლად გააგრძელონ საკუთარი აღმსარებლობა - არავინ ძალდატანებით არ ეცდება შეაცვლევინოს მათ რელიგია, როგორც არავის არ ეცვლება რელიგია საქართველოს კანომდებლობისა და ისტორიის შესწავლით: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანობა  საქართველოსთვის სახელმწიფო პოლიტიკაა და მისი არსებობის სისტემა და არა ლიბერალიზმის ნოვატორული დოკტრინები.

 

ასევე ყველა არაქრისტიანმა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს იმ ქვეყნის პოსტულატების პატივისცემა, რის საფუძველზეც ისინი გახდნენ ქართველი საზოგადოებისგან მიღებული და ისტორიის მანძილზე მათთან თანაცხოვრებით შეწყნარებული.

 

ასევე თითეული უნდა უწყოდეს იმას, რომ ქრისტიანული რელიგია არის ტოლერანტული რელიგია ,არა ლიბერალისტური პრინციპებით, არამედ სულიერი და ღვთიური პრინციპებით და ეს რელიგია არ ეხება და არ ძალადობს არცერთ სხვა აღმსარებლობაზე.

 

იგი წარმოადგენს საკუთარ აზრს და რჩება მასზე სხვებთან შეურევლად და სხვათა შეუხებლად და მზადაა ილოცოს სხვა რელიგიის წარმომადგენლების სულიერ გადარჩენაზე და არა მათ დაღუპვასა და განადგურებაზე,ხოლო გადარჩენისთვის კი მზადაა გაუღოს მათ მშობლიური ეკლესიის კარები, თუ ისინი ამას ნებაყოფლობით მოისურვებენ, თუ არადა დატოვოს ისინი თავის არჩევანის ამარა და საკუთარი გზის ძიებაში უფალთან მისასვლელად!..

 

 

ეს პრობლემები რომ იყოს გადაჭრილი უკეთ და მოგვარებული საქართველოში, უნდა მოვიდეს მმართველობაში მართლმადიდებელი მეფე - სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და გარანტი ყოველთა მოქალაქეთა ერთიანობის და სამართლიანობის - ვინც უნდა მოიხსენიოს საკუთარ ლოცვაში ყველა საქართველოს მსახურების და მოქალაქეობის მსურველმა არაქართველმა თუ არაქრისტიანმა, როგორც საკუთარი მეფე და მათი უფლებების დამცველი, მიუხედავად მისი განსხვავებული აღმსარებლობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა!

 

აი, მაშინ გადაწყდება განსხვავებულობის საკითხი და გაერთიანდება მოქალაქეობის იდეა ყველასთვის სამართლიანად, რაც ასე ადარდებთ  საზოგადოების ლიბერალური მიმდინარეობის წარმომადგენლებს!

 

23-02-2016, 11:31
უკან დაბრუნება